უკეთეს პოზიციაზე, ვიდრე ოდესმე

ლა ლიგაში საკმაოდ უცნაური ტური გამოვიდა - ტოპ 6-ში მყოფი გუნდებიდან გამარჯვება მხოლოდ "ბარსელონამ" მოახერხა.
"რეალ მადრიდის" მიერ "მალიორკასთან" წაგებამ "ბარსას" შესაძლებლობა მისცა, წინ 8 ქულით გაჭრილიყო და ჩავი ერნანდესის შეგირდებმა ეს შანსი გამოიყენეს - ალბას, გავისა და რაფინიას გოლებით კატალონიურმა გრანდმა "სევილია" 3-0 გაანადგურა.
პრიმერა დივიზიონში გასათამაშებელი 18 მატჩი და 54 ქულა დარჩა. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ "ბარსელონა" ჩემპიონობისთვის ძალიან კარგ პოზიციაზე იმყოფება.
ისტორია გვიჩვენებს, რომ ლა ლიგაში, ამ ეტაპისთვის 8-ქულიანი უპირატესობის მქონე გუნდს ლიდერობა არასდროს დაუკარგავს.
ამასთან, ბოლო 8 შემთხვევაში, როცა "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" 20 მატჩის შემდეგ 8 ან მეტი ქულით უსწრებდა, გუნდი ჩემპიონი ხდებოდა. ეს სეზონებია: 1997/98, 1998/99, 2004/05, 2005/06, 2008/09, 2010/11, 2012/13, 2015/16, 2017/18 და 2018/19.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩავის გუნდს მოდუნების უფლება აქვს - "ბარსამ" საქმე მოედანზე უნდა განაგრძოს. ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიელებს მომდევნო შეხვედრა "ვილიარეალის" წინააღმდეგ უწევთ.
[fcbarcelona.com]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]