ოფიციალური ინფორმაცია ბუსკეტსის ტრავმაზე

"სევილიასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (3-0) "ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა კოჭის ტრავმა მიიღო.
დღეს ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და "ბარსამ" ოფიციალური ინფორმაციაც გაავრცელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბუსკეტსს კოჭის იოგი აქვს დაჭიმული.
გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს 2-3 კვირა გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ ის ლა ლიგაში "ვილიარეალთან" და "კადისთან", ასევე ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთ შეხვედრას გამოტოვებს. ბუსკეტსის მოედანზე ხილვა საეჭვოა "იუნაიტედთან" განმეორებით მატჩში, ასევე "ალმერიასთან" დაპირისპირებაშიც.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]