მანჩესტერთან ბუსკეტსის თამაში საეჭვოა

მანჩესტერთან ბუსკეტსის თამაში საეჭვოა

"ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა "სევილიასთან" მოგებული მატჩის საწყის წუთებზე კოჭი დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

34 წლის ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე ჯერ უცნობია, თუმცა ესპანურ მედიაში წინასწარი შეფასებები კეთდება.

ხავი მიგელის ინფორმაციით, პირველადი შემოწმების მიხედვით, ბუსკეტსი დაახლოებით 15 დღეს გამოტოვებს. "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირველი ეტაპის შეხვედრაში მისი მონაწილეობა საეჭვოა, თუმცა არა - გამორიცხული. 

სერხიო ბუსკეტსს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ხვალ ჩაუტარდება, რის შემდეგაც მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 თებერვალი 2023 13:14
    2
    ეხლა არ იყო ამის დროს, მშვენივრად თამაშობდა დე იონგთან ერთად.
    ფანი [?]
    #6 6 თებერვალი 2023 10:05
    1
    იმედია დაბრუნდება, მაგრამ თუ არც დაბრუნდება კესიე გვყავს
    ფანი [?]
    #5 6 თებერვალი 2023 06:00
    1
    Futbol Club Barcelona,
    ამაზე უკეთესი რომელი არის?ტორესი? თუ რაფინია?
    Culé [?]
    #4 6 თებერვალი 2023 04:52
    0
    Იმედია სეზონს გამოტოვებს მთლიანად. Ისე ვეღარ ხვდება დაახვიოს
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    Culé [?]
    #3 6 თებერვალი 2023 02:31
    3
    იმედია არაფერი სერიოზული არაა. ძაან დაგვჭირდება ბუსი 🔵🔴
    --------------------
    #infinit8iniesta
    Culé [?]
    #2 6 თებერვალი 2023 02:23
    16
    ნიძლავს დავუდებ ხავი მიგელს რომ 15 დღე არ დაჭირდება ბუსის დაბრუნებას😌 არც მაგის ძმაკაცი ვარ და არც სერხიოს ნათესავი მაგრამ ტრავმებთან ყველაზე რეზისტენტული სწორედ ბუსკეცი მეგულება😃 კოჭი გადაუბრუნდა ცუდად, მაგრამ არც პირველი ყოფილა ეგ და არც ისეთი მძიმე რო ცუდი პროგნოზები გავაკეთოთ, თავისი ფეხით გავიდა, ბევრი მოხვედრია იმ გამხდარ ძვლებში და ყოველთვის მიკვირდა რანაირად არ ემტვრევა ძვლებიმეთქი მარა ეგეთი კაცია. მალე გამოჯანმრთლედი✊❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 6 თებერვალი 2023 02:22
    2
    აჰა ესე იგი ზუსტ პასუხს ხვალ გავიგებთ ! მადლობა