ბარსელონამ სევილია გაანადგურა - რვაქულიანი უპირატესობა რეალ მადრიდთან

"ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სევილია" 3-0 გაანადგურა და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
პირველი ტაიმი 0-0 დასრულდა. კატალონიელებს ორი სახიფათო მომენტი ჰქონდათ - რობერტ ლევანდოვსკის შორეული გასროლის შემდეგ იასინ ბონომ საოცარი ბურთი მოიგერია. რაც შეეხება მეორე შანსს - რონალდ არაუხოს თავური კარს მცირე მანძილით ასცდა. ხორხე სამპაოლის გუნდს კი მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნია.
მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე, შესანიშნავი კომბინაციისა და ფრანკ კესიეს ასისტის შემდეგ "ბარსა" ჟორდი ალბამ დააწინაურა. 70-ე წუთზე რაფინიამ ბრწყინვალე პასი გააკეთა, რის შემდეგაც გავიმ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 9 წუთის შემდეგ კი ჟორდი ალბას პასით რაფინიამ "კამპ ნოუზე" სადებიუტო გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შედეგად, ჩავი ერნანდესის შეგირდებმა 53 ქულა მოაგროვეს და უახლოეს მდევარ "რეალ მადრიდს" უკვე 8 ქულით უსწრებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]