Philips-ი ბარსელონას სპონსორობით ინტერესდება

Philips-ი ბარსელონას სპონსორობით ინტერესდება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, Philips-ი "ბარსელონას" სპონსორობით ინტერესდება და ასევე სურს, Espai Barça-სთან დაკავშირებული იყოს.

წყაროს ცნობით, თუ შეთანხმება შედგება, ნიდერლანდური კომპანია "ბარსას" სახელოს სპონსორი გახდება. კატალონიურ კლუბს ივნისამდე მათგან €2-3 მილიონი სურს, შემდეგ კი ეს თანხა €8-9 მილიონამდე გაიზრდება. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანია "ბარსელონას" შორტის უკანა მხარის სპონსორობით ინტერესდება. "ბარსას" ამ ადგილის სპონსორი არასდროს ჰყოლია. ამით კლუბმა, შესაძლოა, €5 მილიონზე მეტი გამოიმუშაოს, რაც Fair Play-ს წესების დაცვაში დაეხმარება. 

"ბარსელონას" მარკეტინგული გუნდი, ვიცეპრეზიდენტ ჟული გუიუს ხელმძღვანელობით, შემოსავლების ახალ გზებს ეძებს. იმის გამო, რომ გამოუყენებელი კატეგორიები ჯერ კიდევ არსებობს (მაგალითად, ავიაკომპანია), ვარიანტების ძიება შესაძლებელია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 თებერვალი 2023 20:30
    1
    უკან არა, მაგრამ წინ, შუაში დაიწერონ ტებასი ან პერესი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2023 16:55
    0
    რამდენიმე კომპანია "ბარსელონას" შორტის უკანა მხარის სპონსორობით ინტერესდება. "ბარსას" ამ ადგილის სპონსორი არასდროს ჰყოლია.
    შორტის უკანა მხარეს შემთხვევით ტრ-ი ხო არა ჰქვია? ღირს 5 მილიონად მაგის მიცემა?
    ფანი [?]
    #1 4 თებერვალი 2023 17:26
    1
    იმედია შეთანხმდებიან