რეალ ბეტისი - ბარსელონა 1-2 [ვიდეო]

რეალ ბეტისი - ბარსელონა 1-2 [ვიდეო]

ლა ლიგის მე-17 გადადებულ ტურში "ბარსელონამ" სტუმრად "რეალ ბეტისი" 2-1 დაამარცხა და ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა.

"ბლაუგრანა" მთელი მატჩი დომინირებდა და მომენტებსაც ქმნიდა, რომელიც მე-60 წუთზე გოლში გარდასახა - ალეხანდრო ბალდეს პასის შემდეგ რაფინიამ ცარიელ კარში გაიტანა. მე-80 წუთზე კუთხურის მოწოდების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ხუთი წუთის შემდეგ ჟიულ კუნდემ ავტოგოლი მიითვალა, თუმცა "ბარსამ" დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

კატალონიური გრანდი 19 ტურის შემდეგ 50 ქულით ლა ლიგაში პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "რეალ მადრიდს" 8 ქულით უსწრებს, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 2 თებერვალი 2023 18:02
    0
    ამ ხალხს რატო აქ პირველ გოლზე პრობლემა?გაახილონ თვალები საიდანაც დაიწყო ბეტისის ფეხბურთელმა წესის დარღვევა იქიდან ათამაშებს ბარსელონა ჯარიმას ოდნავ უკნიდან .იმას უყურებენ სად დაეცა ფეხბურთელი და სადამდე გაცურდა :)))
    ახალბედა [?]
    #6 2 თებერვალი 2023 17:31
    5
    ყველა დროის საუკეთესომ ანგარიში გახსნააა
    გულშემატკივარი [?]
    #5 2 თებერვალი 2023 17:18
    1
    ციტატა: Maestro 6
    საბოლოოდ კარგი თანაში გამოვიდა, კუნდეს ძაან არ გაუმართლა თორემ მშვიდად მივიყვანდით ბოლომდე, პედრის გაფუჭებული მომენტისდა მიუხედავად კარგი თამაში ჰქონდა, შეტევა მაინც პრობლემაა რომელსაც არ ვიცი რა უნდა მოვუხერხოთ, არც ფატი, არც რაფინია და არც ტორესი არაა სანდო, აი რომელი უფრო ცუდია ვერ ვხვდები, ორი ვინგერია საჭირო ზაფხულში, ერთი ლეაო თუ დავითრიეთ კარგი იქნება

    კი,სამივე მოსასროლია სასწრაფოდ...დემბელე სკამზე მაინც გამოგვადგება თუ გვეღირსა ტოპ კლასის შემტევები და ის სამი კაპიკად არ ღირნან...
    ფანი [?]
    #4 2 თებერვალი 2023 17:06
    0
    ამ კადრებიდანაც ჩანს რომ სამჯერ პედრის ისეთი სიტუაციები ჰქონდა რომ კარში დარტყმის ნაცვლად პასი რომ გაეკეთებინათ 99.9% გოლი გავიდოდა,
    1. პედრის ერთი პასი ბალდესთვის 17:55 წუთზე და
    2.ლევანასთვის 36:29 წუთზე. როგორც იცის ხოლმე რომ დააწვინა მცველი და არ დაერტყა და ლევანასთვის გაეკეთებინა პასი, მაგარი იქნებოდა.
    3.პედრის ისევ ლევანასთვის 47:54
    4. აქ არ ჩანს მაგრამ ფატის რომ ეცლია თავით დარტყმა ლევანასთვის მგონი ჰეთრიკს გააკეთებდა.

    ასეა თუ ისე ანალიზის გაკეთება ადვილია მაგრამ, ადგილზე რთულია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა ერთ კომენტარში წავიკითხე და ვეთანხმები, ინიესტასავით საგოლე პასებზე რომ იყოს ორიენტირებული უფრო პროდუქტიული იქნება პედრი. არ ვამბობ რომ კარში არ უნდა ურტყავდეს, გოლებს ინიც იტანდა. მთლიანობაში ძალიან კარგი იყო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 თებერვალი 2023 15:00
    1
    ვერაფერს იტყვი შეცდომები იყო, მაგრამ მთავარი ის არის რო მთელი თამაში ინტენსიურად ჩაატარეს და მეტოქეს მაქსიმალურად შეუზღუდეს შეტევების საშუალება. მხოლოდ ასეთ ტემპში თამაშით ვიქნებით მუდამ გამარჯვებულები და საწყენია რო მეორე გოლის შემდეგ მაინც წასცდათ დროის გაყვანის სურვილი.
    ფანი [?]
    #2 2 თებერვალი 2023 10:32
    2
    საბოლოოდ კარგი თანაში გამოვიდა, კუნდეს ძაან არ გაუმართლა თორემ მშვიდად მივიყვანდით ბოლომდე, პედრის გაფუჭებული მომენტისდა მიუხედავად კარგი თამაში ჰქონდა, შეტევა მაინც პრობლემაა რომელსაც არ ვიცი რა უნდა მოვუხერხოთ, არც ფატი, არც რაფინია და არც ტორესი არაა სანდო, აი რომელი უფრო ცუდია ვერ ვხვდები, ორი ვინგერია საჭირო ზაფხულში, ერთი ლეაო თუ დავითრიეთ კარგი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 თებერვალი 2023 07:21
    3
    პედრის ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანა...