სოფიან ამრაბატის ტრანსფერი გამოირიცხა

აშრაფ ბენ აიადი, ჟერარ რომერო და ფაბრიციო რომანო ადასტურებენ, რომ სოფიან ამრაბატი დარჩენილ საათებში "ბარსელონაში" ვერ გადმოვა.
მაროკოელმა ფეხბურთელმა და მისმა აგენტებმა "ბარსაში" ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ "ფიორენტინამ" მოთამაშის გაშვებაზე უარი განაცხადა.
იტალიური კლუბი "ბარსელონას" კონტრაქტში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტის შეტანას სთხოვდა, რაც კატალონიურ გრანდს არ შეეძლო. გარდა ამისა, ჟოან ლაპორტას გუნდს დროც ცოტა ჰქონდა.
ტონი ხუანმარტის ცნობით, ამრაბატი "ფიორენტინას" პრეზიდენტზე ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულია.
ამავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსა" მაროკოელის შეძენას ზაფხულშიც შეეცდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]