ბეტისი-ბარსელონა | მსაჯი ცნობილია

- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 1 თებერვალი, 23:55
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის ორი გადადებული თამაშის გამართვის დროს ცნობილია. ერთ ასეთ დაპირისპირებაში კი მონაწილეობას "ბარსელონა" მიიღებს.
"ბეტისთან" გასამართ შეხვედრას ცნობილი არბიტრი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაწვრთნის.
ბენგოეჩეა 36 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი დე ბურგოსი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში ბენგოეჩეა თამაშში საშუალოდ 25.2 ჯარიმასა და 0.27 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.64 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს. დე ბურგოსის მიერ განსჯილი თამაშების 50%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 21%-ში - სტუმრები.
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას სტატისტიკა "ბეტისისას" და "ბარსელონას" თამაშებში:
ბეტისი | ბარსელონა | |
თამაში | 23 | 24 |
მოგება | 15 | 19 |
ფრე | 3 | 1 |
წაგება | 5 | 4 |
მოგების % | 65% | 79% |
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 3 | 7 |
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 2 | 5 |
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]