ბარსელონა ზაფხულში პავარის დამატებას შეეცდება

"ბარსელონა" ზაფხულში მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებაზე დიდ აქცენტს გააკეთებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი "ბაიერნის" ფეხბურთელის, ბენჟამინ პავარის ტრანსფერზე იმუშავებს. დიდი შანსია, ფრანგმა სეზონის ბოლოს მიუნხენური გრანდი დატოვოს.
ტონი ჟუანმარტის ცნობით, 26 წლის მცველის გარემოცვამ კატალონიელებს უკვე აცნობა, რომ პავარი "ბარსაში" გადასვლით ბედნიერი იქნება.
"ბლაუგრანა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე ტომა მუნიესა და ხუან ფოიტის ვარიანტებსაც განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]