დემბელემ შესაძლოა 3 კვირა გამოტოვოს

"ბარსელონას" ახალგაზრდა გარემარბის უსმან დემბელეს ტრავმა სერიოზული ჩანს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფრანგს ოთხთავა კუნთის ტრავმა აქვს და ყველაზე პოზიტიური გათვლებით, 3 კვირას იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელიც "ბარსას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ელის.
დემბელეს სრულყოფილი შემოწმება ხვალ ჩაუტარდება და უფრო მეტი ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება "ჟირონას" წინააღმდეგ მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]