ადამიანი, რომელიც ესპანური ფეხბურთის კონფლიქტურ მხარეებს აერთიანებს

ადამიანი, რომელიც ესპანური ფეხბურთის კონფლიქტურ მხარეებს აერთიანებს

ჟაუმე როურესი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე გავლენიანი ადამიანია მათ შორის, ვის შესახებაც არაფერი, ან ძალიან ცოტა გსმენიათ. ცნობილ პერსონებს შორისაც კი გაგვიჭირდება ისეთის დასახელება, რომელზეც გადაჭრით ვიტყვით, რომ ესპანურ ფეხბურთზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე როურესს.

ჟაუმე როურესის შესახებ სტატიასა და მასთან ჩაწერილ ძალიან საინტერესო ინტერვიუს The Athletic გვთავაზობს.

როურესი კატალონიელია, ის ბარსელონაში დაბადებული და გასაკვირი არაა, რომ მისი და "ბარსელონას" გზებიც არაერთხელ გადაკვეთილა, თუმცა არა მხოლოდ "ბარსელონასი".

ჟაუმე როურესმა საკუთარი თავი ერთხელ კომუნისტად, ტროცკისტად მოიხსენია. 1960-იან და 1970-იან წლებში ის კატალონიის მემარცხენე პოლიტიკური გაერთიანებების წევრი იყო. სწორედ ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც "ბარსა" არა მხოლოდ დღევანდელ წარმატებებს, არამედ კლუბის ფილოსოფიის ჩამოყალიბებას უნდა უმადლოდეს. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

1969 წელს როურესი ორგანიზაცია Comisiones Obreras-თან გარიგების დადების გამო ციხეშიც მოხვდა. ეს ორგანიზაცია დიქტატორ ფრანკოს დროს არალეგალურად იყო გამოცხადებული. 1971-1983 წლებში ჟაუმე კიდევ 6-ჯერ დააკავეს. მიზეზი ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაცია Eta-სთან მისი კავშირები იყო. როურესმა პატიმრობა თავიდან ყოველ ჯერზე აიცილა.

1984 წელს როურესმა ახლადშექმნილ კატალონიურ ტელევიზიაში სპორტის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და მთავარი რედაქტორიც გახდა.

1988 წელს ჟაუმემ მოახერხა და TV3-სა და "ბარსელონას" შორის შეთანხმება დადო. ამ გარიგებით "ბარსას" სატელევიზიო უფლებები TV3-მა შეიძინა, კლუბმა კი 2 მილიარდი პესეტა (დღევანდელი ფულით დაახლოებით 57 მილიონი ევრო) მიიღო. ეს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი მსგავსი გარიგება იყო.

როურესი აცხადებს, რომ სწორედ ამ გარიგებიდან მიღებული ფულით შეიქმნა იოჰან კრუიფის "ბარსელონა". 2017 წელს ჟაუმემ ის კონტრაქტი ესპანური კლუბისთვის პირველ დიდ გარიგებად მოიხსენია და განაცხადა, რომ იმ დღის შემდეგ ყველაფერი, რაც სატელევიზიო უფლებებს უკავშირდება, სრულად შეიცვალა.

ჟაუმე როურესმა იოჰან კრუიფთან ახლო ურთიერთობა დაამყარა და ნიდერლანდელის პირად მრჩევლადაც იქცა. 1994 წელს კრუიფმა საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია სწორედ ჟაუმეს დახმარებით დააარსა. კრუიფთან მუშაობის დროს როურესი დაუახლოვდა იოჰანის ადვოკას, ჟოან ლაპორტას და ამ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.

დღეს ჟაუმე როურესს ესპანურ ფეხბურთში გააჩნია კავშირები და ძალაუფლება, რომელიც მას უნიკალურ ადამიანად აქცევს.

1994 წელს მის მიერ დაარსებული სატელეკომუნიკაციო კომპანია Mediapro თავისი სფეროს გიგანტია. ამ კომპანიას 629 ჯილდო აქვს მოგებული, მათ შორისაა ოსკარი, რომელიც 2011 წელს Mediapro-ს პროდიუსერობით ვუდი ალენის მიერ გადაღებულმა ფილმმა "შუაღამე პარიზში" მოიპოვა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალმა 1.15 მილიარდი ევრო შეადგინა.

დღეს Mediapro ისეთ ტურნირებს აჩვენებს, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის ჩემპიონატის ჩვენების უფლება კომპანიამ 2007 წელს მოიპოვა და მაშინვე დაიწყო კონკურენტ Prisa-სთან სამართლებრივი დავა, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც "საფეხბურთო ომს".

დღეს ესპანეთში ფეხბურთს ძირითადად კომპანია Movistar აჩვენებს, თუმცა ლა ლიგის საზღვარგარეთ ჩვენების უფლებას კვლავ Mediapro ფლობს.

Mediapro-ში მუშაობისა და ესპანეთის ჩემპიონატთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგად როურესს ლა ლიგის პრეზიდენტთან, ხავიერ ტებასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მას მეგობრადაც მოიხსენიებს.

წლების წინ ჟაუმეს საქმიანი ურთიერთობა "რეალ მადრიდთან" და ფლორენტინო პერესთანაც ჰქონდა, თუმცა ამაზეც ცოტა მოგვიანებით.

ჟაუმე როურესს ყველასთან ახლო ურთიერთობა როდი აქვს. მაგალითად ჟოზეპ მარია ბართომეუსთან და სანდრო როსელთან. წლების წინ როურესმა როსელს სასამართლოშიც უჩივლა და თვალთვალში დაადანაშაულა, მაგრამ 2022 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა.

დღეს როურესი "ბარსელონაზე" გავლენას ინარჩუნებს. სწორედ ის დაეხმარა მის მეგობარს, ჟოან ლაპორტას "ბარსელონაში" მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ საგარანტიო თანხის მოგროვებაში. 2022 წელს კი ჟაუმეს გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა - მისმა კომპანია Orpheus Media-მ კომპანია Barca Studios-ის 24.5 პროცენტი 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ გარიგებას ჩვენ "მეოთხე ბერკეტის" სახელით ვიცნობთ და სწორედ მისი წყალობით დაარეგისტრირა "ბარსამ" გასულ ზაფხულში ახალწვეული ფეხბურთელები.

რაც შეეხება ინტერვიუს - როურესი შემდეგ საკითხებზე საუბრობს:

  • ევროპის სუპერ ლიგა, "პროექტი, რომელიც არ არსებობს" მიუხედავად "ბარსელონას" მოულოდნელი მხარდაჭერისა;
  • რატომ არის ლა ლიგა "ბარსელონას" ფინანსურ პრობლემებზე პასუხისმგებელი;
  • რატომ არ უნდა გავაკრიტიკოთ "ბარსელონას" ფეხბურთელები, რომლებიც ხელფასის დაკლებაზე უარს აცხადებენ;
  • რატომ არის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარება კარგი იდეა და რატომ უნდა შეიმციროს UEFA-მ მოგება იმისათვის, რომ კლუბებს მეტი ფული მისცეს;
  • რატომ ეძებენ კლუბები დამატებით შემოსავლებს ისეთი შეუძლებელი იდეებისგან, როგორიცაა პრემიერ ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი.
"ბარსელონას" მიერ გასულ ზაფხულში განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს მედია, ლა ლიგა და სხვებიც მოიხსენიებენ, როგორც "ბერკეტებს", თუმცა ეს იგივეა, რაც ფლორენტინო პერესმა "რეალ მადრიდში" გააკეთა, როდესაც საიმიჯო უფლებები გაყიდა. ამ გარიგებაში Mediapro-ც იყო ჩართული. "რეალ მადრიდმა" ასევე გაასხვისა თავისი სავარჯიშო ბაზა. მიღებული ფულით მადრიდელებმა "გალაქტიკო" და განახლების პროცესი დაიწყეს.

ჟორდი როურესი ფლორენტინო პერესის პირველ საპრეზიდენტო ვადაზე საუბრობს. 2004 წელს Mediapro-მ "რეალ მადრიდის" საიმიჯო უფლებები 12.5 მილიონ ევროდ შეიძინა. კიდევ 7.5 პროცენტი Caja ბანკმა შეიძინა. 2014 წელს, როდესაც კლუბის ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იყო, მადრიდელებმა საიმიჯო უფლებების 20% გამოისყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი კიდევ 2 წლის განმავლობაში იყო მოქმედი.

მთავარი ამბავი კი ბაზის გასხვისებაა. "რეალ მადრიდს" "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონთან ახლოს მიწის ნაკვეთი ჰქონდა, სადაც პირველი და ახალგაზრდული გუნდები ვარჯიშობდნენ. ფლორენტინო პერესმა გაპრეზიდენტების შემდეგ მადრიდის მერიასთან მოლაპარაკების შემდეგ მოახერხა და ამ მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა, რის შემდეგაც ნაკვეთზე მშენებლობა დაშვებული გახდა. 2001 წელს მადრიდელებმა მიწა 500 მილიონ ევროდ გაყიდეს, მიღებული თანხით კი გრძელვადიანი სესხები დაფარეს (დაახლოებით 276 მილიონი ევრო), ახალი საწვრთნელი ბაზა ააშენეს და ფული "გალაქტიკოს" შექმნისთვისაც მორჩათ.

"ბარსელონა" დღეს იმავე გზას ადგას. კატალონიელები ცდილობენ, გუნდი იმავე მეთოდებით ააშენონ, იმის მიუხედავად, რომ ზოგ შემთხვევაში შედეგი არადამაკმაყოფილებელია. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება. სტადიონი სტაბილურად სავსეა, მაისურების გაყიდვები ფენომენალურ დონეზეა. "ბარსელონა" ნელ-ნელა უბრუნდება იმ ადგილს, სადაც უნდა იყოს.
ფაქტია, რომ "ბარსელონას" მიმართ საყოველთაო ინტერესი არსებობს. პრემიერ ლიგის კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ "ბარსას" უკან მდიდარი მესაკუთრე არ დგას. ინგლისში კლუბებს მილიონერები აფინანსებენ. შეგვიძლია, ამასაც "ბერკეტის" ამოქმედება ვუწოდოთ.
არა მგონია, "ბარსელონას" კიდევ რამის გაკეთება შეეძლოს. შესაძლოა, ზოგიერთი გადაწყვეტილება უკეთესი ყოფილიყო, ან უარესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი სწორ გზას ადგას.

ჟაუმე როურესი ლა ლიგის ახალ გადაწყვეტილებასაც შეეხო. გასულ ზაფხულში "ბარსელონამ" ფინანსურ პრობლემებს თავი ბერკეტების ამოქმედებით დააღწია. ნოემბერში კი ლა ლიგამ ბერკეტების ამოქმედება შეზღუდა. როურესი მისი მეგობრის, ხავიერ ტებასის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

ლა ლიგის მიერ განხორციელებული ცვლილებებით გაკვირვებული დავრჩი. ჩემი აზრით, ეს უადგილო იყო და ამ ცვლილების მიზეზს ვერ ვხედავ. "ბარსელონას" რომ სახელფასო ხარჯის შემცირებაზე არ ეზრუნა, მაშინ საქმეში ლა ლიგის ჩარევა გასაგები იქნებოდა. მაგრამ თუ "ბარსა" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ლიმიტებში ჩაჯდეს? მაშინ რაღას ითხოვს ლა ლიგა?
არ ვფიქრობ, რომ "ბარსელონას" კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. არ შეიძლება, ფეხბურთელი გუნდიდან ისე გაუშვა, როგორც ეს სხვა ტიპის კომპანიებში თანამშრომლების გათავისუფლების დროს ხდება ხოლმე. კლუბს შეუძლია, მოთამაშეებს კონტრაქტების გადახედვა შესთავაზოს, მაგრამ მე ფეხბურთელებისაც მესმის. არ შეიძლება, ისინი ვაკრიტიკოთ იმიტომ, რომ ხელფასების შემცირება არ სურთ. მათი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია.
აშკარაა, რომ "ბარსელონას" სახელფასო ხარჯის შემცირება ჭირდება. ლიონელ მესი კლუბში აღარაა, პიკემ კარიერა დაასრულა, წავიდნენ სხვა ფეხბურთელებიც, ვნახოთ, რა მოხდება სერხიო ბუსკეტსთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ "ბარსელონა" საქმეს არ აკეთებს.
ბერკეტების ამოქმედება იყო ის, რასაც ლა ლიგა ლაპორტას მისი გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან ურჩევდა. გამიკვირდა, როდესაც ამ მიმართულებით შეზღუდვები დაწესდა. ეს ბიზნესის კეთების სავსებით სამართლიანი ფორმაა.
კონტრაქტები, რომლებიც "ბარსელონას" პრობლემას უქმნის, ძირითადად არის გადანაწილებული ხელფასები, ანუ ის ხელშეკრულებები, რომლებიც წინა პრეზიდენტმა, ბართომეუმ გადადგომის წინ გააფორმა. ზოგიერთ შემთხვევაში ხელფასები ავტომატურად გაიზარდა. ლა ლიგა თავის დროზე ამ კონტრაქტებს დასთანხმდა, რის გამოც შექმნილ პრობლემებში ბრალი მასაც მიუძღვის.

როურესი 2020 წლის ოქტომბერში გაფორმებულ კონტრაქტებზე საუბრობს. ფრენკი დე იონგმა, კლემან ლანგლემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და ჟერარ პიკემ გააფორმეს ხელშეკრულებები, რომლებშიც სამომავლოდ ხელფასების მნიშვნელოვნად ზრდა იყო გათვალისწინებული. ლა ლიგამ ეს კონტრაქტები დაარეგისტრირა, ერთი კვირის შემდეგ კი ბართომეუ გადადგა. The Athletic-ის ინფორმაციით ეს კონტრაქტები "ბარსას" 311 მილიონი ევრო უჯდება.

ჟაუმე როურესი ევროპის სუპერ ლიგის იდეასაც შეეხო:

ეს დისკუსია აზრს მოკლებულია. სუპერ ლიგა არ არსებობს, ისტორია დასრულებულია. არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაწყვეტს ლუქსემბურგის სასამართლო. სუპერ ლიგის პროექტის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭირო გუნდები არ არსებობენ. მთავარი კი ისაა, რომ ორგანიზატორებს განცხადების გარდა არაფერი გაუკეთებიათ.
რას ამბობენ სუპერ ლიგის ორგანიზატორები? არ მგონია, მათ ეს თავად მაინც იცოდნენ. ისინი ამბობენ, რომ კარგი ბიჭები არიან და რომ ახალგაზრდებს ფეხბურთის ყურების ინტერესი აღარ აქვთ. მე კი შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ახალგაზრდები ტელევიზორში ფეხბურთს უყურებენ და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. თუ სუპერ ლიგა Amazon-თან, ან რომელიმე დიდ სატელევიზიო კომპანიასთან კონტრაქტს გააფორმებს, არ ვიცი, შესაძლოა, რამე შეიცვალოს. მაგრამ როდესაც პარტნიორების ნაკლებობას განიცდი... მათ ადგილზე რომ ვიყო, ჩემ დროს სხვა რამეს დავუთმობდი.
ამ საკითხზე ჟოან ლაპორტასთან ხშირად ვსაუბრობ. ის იმავეს იმეორებს, რასაც საჯაროდ ამბობს, მაგრამ მის სიტყვებს საფუძველი არ გააჩნია. სუპერ ლიგის სტარტზე არსებობდა სესხი JP Morgan-ისგან. ეს კარგია, მაგრამ ვალს დაბრუნება ჭირდება. ითქვა ისიც, რომ სუპერ ლიგის მონაწილე თითო კლუბი უბრალოდ პროექტში ყოფნისთვის 300 მილიონ ევროს მიიღებს. ეს შეუძლებელია! ამ ინდუსტრიაში ასეთი თანხა უბრალოდ არ არსებობს.
ვინ მისცემს კლუბებს ამ თანხას სესხად აღების გარეშე? სატელევიზიო კომპანიები? ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა დიდ სატელევიზიო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენი საქმე სწორედ ესაა და არავინ ამბობს, რომ სუპერ ლიგა ამდენად მიმზიდველი პროექტია.
როგორც ბიზნეს მოდელი, ეს პროექტი მიმზიდველია მხოლოდ მაშინ, თუ გჯერა, რომ ტურნირს ყოველ წელს მოიგებ, ამას კი ვერცერთი კლუბი მოახერხებს. განვიხილოთ ერთი მაგალითი: "ბარსელონა" "ლივერპულთან" "კამპ ნოუზე" ითამაშებს, მაგრამ თუ კატალონიური კლუბი ამ დროს სუპერ ლიგაში მე-9 ადგილზე იქნება, ეს თამაში უკვე მიმზიდველი აღარ გამოვა.
სატელევიზიო უფლებებიდან "იუვენტუსი" სეზონში დაახლოებით 80 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "ბაიერნი" 80-90 მილიონს, "პარი სენ-ჟერმენი" კიდევ უფრო ნაკლებს. "ბარსელონა", "რეალ მადრიდი" და ინგლისური კლუბები სატელევიზიო უფლებების გაყიდვით წელიწადში დაახლოებით 160 მილიონ ევროს იღებენ და რატომ უნდა გაამდიდრონ მათ პირდაპირი კონკურენტები? ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია. კონკურენტს აძლიერებ და ეს მაშინ, როდესაც შენ ამ მდგომარეობაში ყოფნისთვის და წელიწადში 160 მილიონის შოვნისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდი.
თუ შენ ხარ "ბარსა" ან "რეალ მადრიდი" და იცი, რომ "ბაიერნი" წელიწადში მხოლოდ 80 მილიონს შოულობს, რატომ უნდა იყო დაინტერესებული, რომ მიუნხენელებმა მეტი იშოვონ? განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლო წლებში "ბაიერნი" ამ ფულის გარეშეც მუდმივად გიგებს.

ჟაუმე როურესთან ინტერვიუ ჩაწერილია ჩავის მიერ "ბარსას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი ტიტულის მოგებიდან მეორე დღეს. ეს ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალ მადრიდის" დამარცხებით მოხდა. ტურნირი საუდის არაბეთში ჩატარდა, რომელიც სუპერ თასის მასპინძლობისთვის 40 მილიონ ევროს იხდის. ჟაუმე როურესი ტურნირების საზღვარგარეთ ჩატარების იდეაზეც საუბრობს.

ამ თამაშების ადგილის შერჩევის დროს მნიშვნელობა ეკონომიკურ ფაქტორს ექცევა. ეს ფაქტორი დამტკბარია ნარატივით, რომ ტურნირის სხვა ქვეყანაში ჩატარება სოციალური მიზეზებითაა განპირობებული. ასე რომ იყოს, ამხელა ფულს არავინ გადაიხდიდა.
ორი რამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ერთი მხრივ გვყავს საფეხბურთო ასოციაციები, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მომგებიანი კონტრაქტები გააფორმონ. ეს უბრალოდ ეკონომიკური გარიგებებია. მეორე მხრივ კი არსებობს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა. იყო მომენტი, როდესაც UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარების იდეას განიხილავდა. მსგავს იდეას აზრი აქვს, რადგან გარდა იმისა, რომ ის შეერთებულ შტატებში ფეხბურთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ასევე იქნება ჩემპიონთა ლიგის, როგორც ევროპული ფეხბურთის მთავარი ტურნირის ძლევამოსილების ჩვენება.
გულშემატკივრებისთვის უფრო რთულია საუდის არაბეთში წასვლა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად ნიუ იორკში ჩასვლა.

როურესმა "პარი სენ-ჟერმენისა" და "ჩელსის" პრეზიდენტების იდეებზეც ისაუბრა. ნასერ ალ ხელაიფის არ ესმის, რატომ უნდა იყოს "სუპერ ბოული" ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დიდი ღონისძიება და გამოდის ინიციატივით, გახსნის ცერემონია ჩემპიონთა ლიგასაც ჰქონდეს. ტოდ ბოელის იდეა კი NBA-ს მსგავსად ყველა ვარსკვლავის მატჩის პრემიერ ლიგაში ჩატარებაა.

მალე ჩემპიონთა ლიგას ახალი ფორმატი ექნება და თეორიულად, ისტორიული გუნდების ერთმანეთთან უფრო ხშირად თამაში მეტ ფულს მოიტანს. მაგრამ ამ საკითხს უფრო სიღრმისეული ანალიზი ჭირდება.
დღესდღეობით UEFA შემოსავლების 25 პროცენტს თავად იტოვებს. ეს მაბრაზებს. თუ UEFA მხოლოდ 10%-ს დაიტოვებს, დანარჩენი 15% კლუბებს შორის გადანაწილდება. დღეს ჩემპიონთა ლიგა 3.5 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. ახალი ფორმატით მოსალოდნელია, რომ ეს თანხა დაახლოებით 4.5 მილიარდამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ UEFA-ს 450 მილიონი ევრო დარჩება, რაც დიდი თანხაა, დანარჩენი კი კლუბებზე განაწილდება.
ისეთ შეუძლებელ მისიებზე ფიქრს, როგორებიც ყველა ვარსკვლავის მატჩი და სუპერ ბოულია, სჯობს, კლუბებმა ნაკლები თანხის ხარჯვაზე იფიქრონ.

მალე ამოქმედდება UEFA-ს ახალი ფინანსური ფეარ ფლეის წესებიც, რომლის თანახმადაც კლუბს ფეხბურთელების ხელფასებში შემოსავლის მაქსიმუმ 70%-ის დახარჯვის უფლება ექნება. 2021 წელს ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ "ბარსას" ხელფასები კლუბის დაგეგმილი ბიუჯეტის 110%-ს შეადგენდა. გაჩნდა ეჭვები, რომ საჭირო გახდებოდა, "ბარსელონა" წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია აღარ ყოფილიყო, მაგრამ ლაპორტამ მისი პრეზიდენტობის დროს ასეთი ცვლილება გამორიცხა. ამავდროულად "რეალ მადრიდმა" საწევრო გადასახადი გაზარდა.

როურესი კომენტარს ამ საკითხზეც აკეთებს:

"ბარსელონაში" პოპულარულია მოსაზრება, რომ საწევროს ზრდა მხოლოდ ინფლაციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს აზრი არჩევნებში ხმების მოსაზიდად არსებობს, მაგრამ მას ეფექტიან მართვასთან საერთო არაფერი აქვს. შეგვიძლია, ეს ცუდ მმართველობადაც კი მივიჩნიოთ.

Mediapro-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ლა ლიგა ეკონომიკურად სწორი მიმართულებით ვითარდება:

ევროპაში მხოლოდ ორი ეროვნული ჩემპიონატი არსებობს, რომელიც ვითარდება - პრემიერ ლიგა და ლა ლიგა. თუ არ ვცდები, პრემიერ ლიგამ სატელევიზიო უფლებები მომდევნო 3 წლით იმავე ფასად გაყიდა, რა ფასადაც ადრე ყიდდა. საერთაშორისო ბაზარზე კი ამ ტურნირის ფასმა დაიწია.
რა თქმა უნდა, ლიონელ მესის წასვლა მეწყინა. მესისა და რონალდუს გარეშე ჩვენ გავყიდეთ სატელევიზიო უფლებები 2026, 2028 და 2030 წლამდე. და ყველამ, ვინც პროდუქტს ყიდულობს, იცის, რომ მესი ლა ლიგაში აღარაა და აღარც დაბრუნდება.
მთელი მსოფლიოსთვის მიმზიდველია "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" კონკურენცია. მაგრამ წელიწადში ორ თამაშს ძვირად ვერ გაყიდი. რა თქმა უნდა, "ელ კლასიკო" ლა ლიგის მთავარი ძრავაა და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი მიზანია, გავყიდოთ ტურნირი ისე, როგორც ეს პრემიერ ლიგამ გააკეთა და თუ დაუკვირდებით, პრემიერ ლიგაში უდიდესი ვარსკვლავები არ თამაშობენ.
მართალია, ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, მაგრამ ეს ახლახან მოხდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ არ იწვევენ პრემიერ ლიგაში უფრო მეტ ვარსკვლავს. გამიკვირდა, რომ კილიან მბაპე მოლაპარაკებებს მარტო "რეალ მადრიდთან" აწარმოებდა და არა პრემიერ ლიგის კლუბებთან, რადგან ახლა ისე ჩანს, რომ თუ გინდა, სპორტულ წარმატებას მიაღწიო, ინგლისში უნდა წახვიდე. მეჩვენება, რომ პრემიერ ლიგის კლუბებმა მბაპეს დაინტერესება ვერ მოახერხეს.
ფეხბურთელები ხედავენ, რომ ლა ლიგა მსოფლიო ფეხბურთში კვლავ ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნში" იყო და მან "პარი სენ-ჟერმენისგან" ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო, მას მბაპესთან ერთად თამაში შეეძლო. მაგრამ ის "ბარსელონაში" თამაშის იდეით იყო შეპყრობილი და ეს მაშინ, როდესაც კლუბში არსებული რთული სიტუაცია იცოდა.
არ ვიცი, როგორ ავუხსნა ეს ვინმე უცხოელს, მაგრამ ასეთია რეალობა. "მანჩესტერ სიტის" ჰყავს პეპ გვარდიოლა, მაგრამ როდის იყო ეს კლუბი ისეთი განსახილველი თემა, როგორც ახლაა? "სიტის" ისტორიულ მემკვიდრეობას არავინ აღიარებს. ეს ხასიათის ამბავია; ყველაფერს წლები ჭირდება. შეგვიძლია, გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშებიდან "რეალ მადრიდისა" და "მანჩესტერ სიტის" თამაში. ეს იყოს ხასიათისა და ისტორიის ამბავი და ფეხბურთელები ამას აფასებენ.
გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაცია ინგლისური კლუბების სასარგებლოდ შეიცვლება? ალბათ. მაგრამ ამისთვის საჭიროა მოგებები, კარგი სანახაობა და ფეხბურთის უკეთესად ქცევა, რაც ნებისმიერი ევროპული გრანდის მიზანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 30 იანვარი 2023 13:56
    0
    ციტატა: NEYBarca
    ტორესს უცვლიანო ფელიქსში და იმედია მართალია :)

    და გჯერა რო სერესო ესე მარტივად გამოუშვებს, ეგ ხო ვაჭარია. მინიმუმ 30-40 მილიონს გაცვლაში მოითხოვს.
    ახალბედა [?]
    #11 30 იანვარი 2023 10:47
    5
    ჭკვიანი კაცი ჩანს
    Culé [?]
    #10 29 იანვარი 2023 23:28
    1
    ტორესს უცვლიანო ფელიქსში და იმედია მართალია :)
    ახალბედა [?]
    #9 29 იანვარი 2023 23:02
    5
    ციტატა: Nodariko Dzadzamia
    ციტატა: Moriba
    ციტატა: Tazo
    სუპერ თასზე გადავუარეთ რეალს და ახლა კოპა დელ რეი თუ შევხვდით და მანდაც მოვუგეთ და ზოგადად კოპა დელ რეიც მოვიგეთ და პლიუს ლა ლიგაში მეორე წრეში რომ შეხვდვდებით კლასიკოც თუ მოვუგეთ და ლა ლიგაც თუ მოვიგეთ პლიუს, ჩათვალეთ ამ სეზონში ჩატარებული ექნება ჩავის გაკვეტილი მთლიანად რეალისათვის და რაც მე მაგას ვაგინე დედას ვფიცავარ აწინ ოდესმე კიდევ თუ შევაგინო. 😃😀

    კი ბევრი კითხულობს ჩემს კომენტარს და ფიქრობს რატო ლანძღავს ხავისო კი ბაზარი არააა არააქ რესურსი შეტევაში მაგრამ ეს 1-0 ზე რაიცის დაცვაში ჩაჯდომა ვერ ვხვდები გახადონ 2-0 და მერე ჩაჯდნენ არაა პრობლემა უბრალოდ მშიშარასავით ათამაშებს ბარსას მანიუსთან ეგეთი რამე არ გაგვივა

    საერთოდ ჩავი ძლიერებთან არ ჯდება დაცვაში ანგარიში არ არის ხელსაყრელი რეალთან/სიტისთან/ატლეტიკოსთან 4-2/ნაპოლისტან

    ჰო რა პრაგმატისტი მწვრთნელი ნაღდად არის ჩავი. არ უყვარს თავქუდმოგლეჯილი შეტევაში წასვლა მაგრამ ყველა დროის ყველაზე უფნატაზიო ბრაზილიელი რაფინია რომ გყვავს, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დებილი ცოცხალი არსება უსმან დემბელე რომ გყავს, კაცობრიობის ისტორიაში დემბელეს შემდეგ ყველაზე დებილი ცოცხალი არსება ყვერან ტორესი რომ გყავს და ბოლოს ჩინური ნეიმარი მეფის დეპაი რომ გყავს გუნდში რთული არის იმედიანად შეუტიო და თავქუდმოგლეჯილი მთელი ძალებით შეტევაში წახვიდე როდესაც იცი რომ, ამ სირების ხელში აზრი არ აქვს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 29 იანვარი 2023 21:33
    1
    ციტატა: Moriba
    ციტატა: Tazo
    სუპერ თასზე გადავუარეთ რეალს და ახლა კოპა დელ რეი თუ შევხვდით და მანდაც მოვუგეთ და ზოგადად კოპა დელ რეიც მოვიგეთ და პლიუს ლა ლიგაში მეორე წრეში რომ შეხვდვდებით კლასიკოც თუ მოვუგეთ და ლა ლიგაც თუ მოვიგეთ პლიუს, ჩათვალეთ ამ სეზონში ჩატარებული ექნება ჩავის გაკვეტილი მთლიანად რეალისათვის და რაც მე მაგას ვაგინე დედას ვფიცავარ აწინ ოდესმე კიდევ თუ შევაგინო. 😃😀

    კი ბევრი კითხულობს ჩემს კომენტარს და ფიქრობს რატო ლანძღავს ხავისო კი ბაზარი არააა არააქ რესურსი შეტევაში მაგრამ ეს 1-0 ზე რაიცის დაცვაში ჩაჯდომა ვერ ვხვდები გახადონ 2-0 და მერე ჩაჯდნენ არაა პრობლემა უბრალოდ მშიშარასავით ათამაშებს ბარსას მანიუსთან ეგეთი რამე არ გაგვივა

    საერთოდ ჩავი ძლიერებთან არ ჯდება დაცვაში ანგარიში არ არის ხელსაყრელი რეალთან/სიტისთან/ატლეტიკოსთან 4-2/ნაპოლისტან
    ფანი [?]
    #7 29 იანვარი 2023 21:01
    0
    ციტატა: Tazo
    სუპერ თასზე გადავუარეთ რეალს და ახლა კოპა დელ რეი თუ შევხვდით და მანდაც მოვუგეთ და ზოგადად კოპა დელ რეიც მოვიგეთ და პლიუს ლა ლიგაში მეორე წრეში რომ შეხვდვდებით კლასიკოც თუ მოვუგეთ და ლა ლიგაც თუ მოვიგეთ პლიუს, ჩათვალეთ ამ სეზონში ჩატარებული ექნება ჩავის გაკვეტილი მთლიანად რეალისათვის და რაც მე მაგას ვაგინე დედას ვფიცავარ აწინ ოდესმე კიდევ თუ შევაგინო. 😃😀

    კი ბევრი კითხულობს ჩემს კომენტარს და ფიქრობს რატო ლანძღავს ხავისო კი ბაზარი არააა არააქ რესურსი შეტევაში მაგრამ ეს 1-0 ზე რაიცის დაცვაში ჩაჯდომა ვერ ვხვდები გახადონ 2-0 და მერე ჩაჯდნენ არაა პრობლემა უბრალოდ მშიშარასავით ათამაშებს ბარსას მანიუსთან ეგეთი რამე არ გაგვივა
    ახალბედა [?]
    #6 29 იანვარი 2023 20:24
    6
    სუპერ თასზე გადავუარეთ რეალს და ახლა კოპა დელ რეი თუ შევხვდით და მანდაც მოვუგეთ და ზოგადად კოპა დელ რეიც მოვიგეთ და პლიუს ლა ლიგაში მეორე წრეში რომ შეხვდვდებით კლასიკოც თუ მოვუგეთ და ლა ლიგაც თუ მოვიგეთ პლიუს, ჩათვალეთ ამ სეზონში ჩატარებული ექნება ჩავის გაკვეტილი მთლიანად რეალისათვის და რაც მე მაგას ვაგინე დედას ვფიცავარ აწინ ოდესმე კიდევ თუ შევაგინო. 😃😀
    ფანი [?]
    #5 29 იანვარი 2023 20:04
    1
    დიბალა უნდა დაეთრიათ რა იტოკში უფასოდ ხელფასიც დიდი არააქ დემბელეზე კაი დარტყმააქ და ტვინიც უკეთესიაქ დიმკაც უნდა ეთრიათ 1 2 სეზონი თან დიდი თამაშების იგროკია მოკლედ რამდენი მზეობა გააკეთეს კაროჩე ვინიცის🙂ზიეჩი მაინც დაითრიონ იჯარით
    გულშემატკივარი [?]
    #4 29 იანვარი 2023 18:55
    0
    ციტატა: La Pulga10
    მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარით ჩევნთვის კაი კაცია?

    მეც დამეზარა წაკითხვა და კარგი კითხვა დასვი
    გულშემატკივარი [?]
    #3 29 იანვარი 2023 18:13
    0
    ციტატა: La Pulga10
    მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარით ჩევნთვის კაი კაცია?

    Arc iqit, arc aqet
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 იანვარი 2023 17:48
    0
    მეზარება წაკითხვა და მოკლედ მითხარით ჩევნთვის კაი კაცია?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 29 იანვარი 2023 16:22
    1
    Mozgi rojaa da tan kargad shewuwuli etyoba. Saqmosania ra icis misi saqme.