ჟირონა-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ჟირონა-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 28 იანვარი, 19:15

"ბარსელონას" დატვირთული კალენდარი გრძელდება. ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლიდან სამ დღეში ისევ ლა ლიგის ჯერია.

დღეს კატალონიურ დაპირისპირებას ვიხილავთ - "ჟირონა" "ბარსელონას" წინააღმდეგ.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონა" კვლავ კარგ შედეგებს აჩვენებს. 2023 წელს ჩავის გუნდმა ყველა შეხვედრა თავისთვის სასურველი შედეგით დაასრულა. "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ლიდერობა გაიმყარა, ესპანეთის სუპერ თასი მოიგო და თასის ნახევარფინალშიც გავიდა. წელს გამართული 7 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 6 მოიგო, მეშვიდეში კი მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში აჯობა.

"ჟირონას" ფორმას კარგი ნამდვილად არ ეთქმის. "თეთრ წითლებმა" 2022 წელი ზედიზედ 3 მოგებით დაასრულეს, მაგრამ 2023 წელს გამართულ 5 მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.

ლა ლიგაში "ჟირონას" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ ტურში "ვილიარეალთან" გასვლითი მარცხით შეწყდა.

საშინაო შეხვედრებში "ჟირონა" კარგად გამოიყურება. კატალონიელებს ბოლო 5 თამაშში წაგება არ აქვთ.

"ბარსელონა" 17 თამაშის შემდეგ გათამაშებას ლიდერობს, "ჟირონა" კი, რომელმაც 18 თამაში ჩაატარა, მე-11 პოზიციაზეა.

დანაკლისი

ჩავის კვლავ რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესის გარეშე თამაში მოუწევს. "ბარსელონას" შემტევები დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩს მოიხდიან. "ბლაუგრანას" სხვა დანაკლისი არ აქვს.

მასპინძლებს ასევე დისკვალიფიცირებული ჰყავთ გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე სანტაიგო ბუენო, ხოლო დავიდ ლოპესს, კებესა და რეინიერს ტრავმები აწუხებთ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს ერთმანეთთან სულ ხუთჯერ უთამაშიათ. 4 თამაში "ბარსამ" მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა. "ბარსელონამ" გაიტანა 22 და გაუშვა 3 გოლი.

მეტოქის მოედანზე ჩატარებული ორი მატჩიდან "ბლაუგრანამ" ორივე მშრალად მოიგო - 3-0 და 2-0.

თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ ფეხბურთელებიდან, რომლებსაც "ჟირონას" კარში გოლი გაუტანიათ, დღეს "ბარსაში" აღარავინ თამაშობს - არც მესი, არც სუარესი, არც კოუტინიო, არც სემედუ და არც პიკე.

არბიტრი

შეხვედრას ალეხანდრო მუნის რუისი განსჯის.

მუნის რუისი 31 წლისაა. მან მსაჯობა 2014 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა და პირველივე სეზონში Marca-სგან საუკეთესო მსაჯის წოდება დაიმსახურა, 2021 წლიდან კი რუისი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მუნის რუისი თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.36 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.75 ყვითელ და 0.4 წითელ ბარათს უჩვენებს. რუისის მიერ განსჯილი თამაშების 67%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 22%-ში - სტუმრები.

ალეხანდრო მუნის რუისის სტატისტიკა "ჟირონასა" და "ბარსელონას" თამაშებში:

ჟირონა ბარსელონა
თამაში 9 1
მოგება 5 1
ფრე 1 0
წაგება 3 0
მოგების % 56% 100%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 0
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 0
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 4 1
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 3 0


სტატისტიკა

  • "ჟირონას" "ბარსელონასთან" არასდროს მოუგია;
  • ამ გუნდებს შორის გამართული 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
  • "ჟირონას" მიმდინარე სეზონში გამართულ 20 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • "ჟირონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ჟირონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "ჟირონა" ბოლო 8 თამაშიდან შვიდში პირველ გოლს უშვებდა;
  • "ჟირონას" ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 15 თამაშიდან 12-ში კარი მშრალად შეინახა;
  • "ბარსელონას" მიერ ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 3 თამაშში გოლი არ გაუშვია;
  • "ბარსელონას" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • "ბარსელონა" ბოლო 8 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • "ბარსელონა" ბოლო 8 თამაშიდან შვიდში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 11 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "ჟირონას" მოგებას კოეფიციენტს 5.5 ანიჭებენ, რაც მოგების 18%-იან შანსს უდრის, "ჟირონა" კი ასეთი თამაშების მხოლოდ 1%-ს იგებს.
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.57 ანიჭებენ, რაც მოგების 64%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 83%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთულ, დაძაბულ შეხვედრას ველით. "ჟირონა" თავს ძალიან კარგად იცავს. მათი სტილი ჩვენსას ჰგავს. მიჩელი სამაგალითო მწვრთნელია, ის ძალიან მომწონს.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, დემბელე, ფატი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ფატი, დემბელე.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, არაუხო, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ფატი, რაფინია.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, დე იონგი, კესიე, გავი, რაფინია, ფატი, დემბელე.

პროგნოზი

  • WhoScored: 0-2
  • Sportsmole: 1-2
  • Sportskeeda: 0-3

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 იანვარი 2023 11:56
    0
    "ჟირონას" "ბარსელონასთან" არასდროს მოუგია;
    იმედია ტრადიცია არ დაირღვევა.