ჩავი ერნანდესი სოსიედადთან მოგების შემდეგ

"ბარსელონას" მავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "რეალ სოსიედადის" დამარცხებისა და კოპა დელ რეის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
დემბელე ჩემი მოსვლის შემდეგ ძალიან გაიზარდა. მას დიდი პოტენციალი აქვს. უსმანის ძალიან მჯერა. მცველები ყოველთვის იტანჯებიან, როდესაც მისი დაცვა უწევთ. დემბელემ სიტუაცია შემოატრიალა და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. "ბარსაში" მდგომარეობის შეცვლა მარტივი არაა. მას აკრიტიკებდნენ, უსტვენდნენ, ახლა კი ოვაციებს იღებს. დემბელე თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
დღეს ბევრი მომენტი შევქმენით. მე ვიტყოდი, რომ 60 წუთი ბრწყინვალედ ჩავატარეთ. მაგრამ როდესაც თამაში მოითხოვს, მეტად აგრესიულები უნდა ვიყოთ.
იქ ვართ, სადაც გვინდოდა, ვყოფილიყავით. კოპა დელ რეის ნახევარფინალში გავედით, ლა ლიგაში ვლიდერობთ, ესპანეთის სუპერ თასი მოვიგეთ...
პედრის მუხლზე სისხლჩაქცევა აქვს, მაგრამ ის შაბათს თამაშს შეძლებს.
ბუსკეტსი უმაღლეს დონეზე თამაშობს. ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია.
ვიფიქრე, რომ დღეს ტერ შტეგენს უნდა ეთამაშა, გასულ ორ შეხვედრაში კი ინიაკი პენიას. მათ იციან, როგორ ვიღებ გადაწყვეტილებებს და დამატებითი განმარტებები არ გამიკეთებია.
ვფიქრობ, ყველაზე მეტად ბოლო პასის გამკეთებელი ფეხბურთელი გვაკლია.
ლევანდოვსკი გუნდისთვის მუშაობს, ის ბევრ შანსს ქმნის. მისი გაწეული სამუშაოთი ბედნიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ რობერტს გოლი არ გაუტანია, მან სრულყოფილი თამაში ჩაატარა და ესეც უნდა აღვნიშნოთ.
ვიფიქრე, რომ ოთხი ნახევარმცველით თამაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
მე მსოფლიოში საუკეთესო პერსონალი მყავს.
რაფინია მნიშვნელოვნი ფიგურა იქნება. მას ვენდობი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]