ვიტორ როკეს ბარსელონაში ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვიტორ როკეს აგენტმა, ანდრე კურიმ თავისი კლიენტის "ატლეტიკო პარანაენსედან" "ბარსელონაში" ტრანსფერი უკვე შეათანხმა - კატალონიური კლუბი მასში €30+5/10 მილიონს, სამ ნაწილად გადაიხდის.
"ბარსამ" როკეს საკითხი დეკუსთან შეხვედრის დროსაც განიხილა. ჟოან ლაპორტას გუნდს ზაფხულში ბრაზილიელი ტალანტის შესაძენად Fair Play-ს წესებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოუწევს.
ხსენებული წყაროს ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის", "ჩელსისა" და "ვესტ ჰემის" ინტერესის მიუხედავად, ვიტორს მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს გააკეთებს.
როკე 2 მატჩში გატანილი 3 გოლით (პერუსა და არგენტინის წინააღმდეგ) ამჟამად მიმდინარე 20-წლამდელთა კოპა ამერიკის ბომბარდირია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]