მესის პსჟ-ში დარჩენა სურს | ფაბრიციო რომანო

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა ყველაზე სანდო საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ამას უარყოფს.
რომანომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ცნობები გაიმეორა და განაცხადა, რომ 35 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს. მხარეებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ხელფასის ოდენობაზე მოილაპარაკებენ.
ზოგიერთი წყაროს თანახმად, მესის გარემოცვა მიიჩნევს, რომ ჟერარ რომეროს მიერ არგენტინელთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში "ბარსელონას" ხელი ურევია, რადგან კლუბი თვლის, რომ "ლა პულგას" დაბრუნება კვლავ შესაძლებელია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]