ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "ხეტაფეს" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
კარგი თამაში არ გვქონია. კარი მშრალად შევინახეთ, მაგრამ უკეთ უნდა გვეთამაშა. სახლში უკეთესად უნდა ვიასპარეზოთ. ვფიქრობ, მენტალური გადაღლა შესამჩნევია.
ანსუ ფატის კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენ ბევრი შანსი ვერ შევქმენით, რადგან "ხეტაფე" მთელი გუნდით საჯარიმოში იდგა.
ბალდემ კარგად ითამაშა. ის თავს მშვენივრად გრძნობს, ალბა ტაქტიკური გადანაცვლების გამო შემოვიყვანეთ. გვინდოდა, ის ნახევარდაცვას მიხმარებოდა.
კრისტენსენმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ ვფიქრობ, ის შემდეგი მატჩისთვის მზად იქნება.
ვარჩიეთ, არაუხო და დე იონგი დაგვესვენებინა.
ხალხმა არასწორად გაიგო, რაც დანი ალვესზე ვთქვი. მე მსხვერპლები არ მიხსენებია. მსგავსი ქმედება უნდა დაისაჯოს, განურჩევლად იმისა, დანი ჩაიდენს მას თუ ნებისმიერი სხვა. მინდა, დაზარალებულს მოვუბოდიშო და მხარდაჭერა გამოვუცხადო. მესმის, რომ მათ საუკეთესო პერიოდი არ უდგათ. ამის გამო ვწუხვარ.
"ხეტაფე" კარგად გამოიყურებოდა. ჩვენ პირველ ნახევარში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ მეორე ტაიმში იგივე არ გამოგვივიდა.
ჩვენ ტერ შტეგენის საუკეთესო ვერსიას ვუყურებთ. მარკის გამო ბედნიერი ვარ, რადგან მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი. ის ლიდერია და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს. ტერ შტეგენის მსგავსი ფეხბურთელის ყოლა, რომელიც მატჩს მოგაგებინებს, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთი თამაშების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ თამაშების დიდი ნაწილი დღევანდელზე ბევრად უკეთესი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ "ბარსას" კარგ ვერსიას ვუახლოვდებით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]