უსახური მოგება ხეტაფესთან და 6 ქულა უახლოეს მდევართან

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ბარსელონასა" და "ხეტაფეს" დაპირისპირება დასრულდა.
კატალონიურმა გუნდმა "კამპ ნოუზე" 2023 წელს ჩატარებული პირველი თამაში მოიგო, თუმცა გაჭირვებით.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა. მეტოქის შეცდომის შემდეგ ბურთი რაფინიამ ჩაიგდო, რომლის ფლანგურ ჩაწოდებასაც პედრი ზუსტი დარტყმით გამოეხმაურა.
17 თამაში შემდეგ "ბლაუგრანას" 44 ქულა აქვს და ჩავის გუნდი "რეალ მადრიდს" 6 ქულით უსწრებს. თუმცა დედაქალაქელებს ტურის თავიანთი მატჩი ჯერ არ გაუმართავთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]