ილქაი გიუნდოგანის ბარსელონაში გადმოსვლა გადაწყვეტილია - ხოსე ალვარესი

"მანჩესტერ სიტის" გერმანელი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი ზაფხულში "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ El Chiringuito-ს ჟურნალისტი ხოსე ალვარესი ავრცელებს.
წყაროს ცნობით "ბარსამ" 32 წლის შუახაზელის ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწია.
გიუნდოგანი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ის "ბარსელონაში" უფასოდ გადმოვა.
ილაქი გიუნდოგანი "მანჩესტერ სიტიში" 2016 წლიდან თამაშობს. "ქალაქელთა" მაისურით ჩატარებულ 278 თამაშში მას 51 გოლი და 35 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]