იანიკ ფერეირა კარასკო ბარსელონაში ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, იანიკ ფერეირა კარასკო "ბარსელონაში" ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს.
ბელგიელის აგენტი, რობერტ ლევანდოვსკის მსგავსად, პინი ზაჰავია, რომელთანაც ჟოან ლაპორტას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
წყაროს ცნობით, მემფის დეპაისა და კარასკოს გაცვლის ვარიანტი დღითი დღე უფრო და უფრო რეალური ხდება. "ბარსა" იანიკს ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუკავშირდა.
რაც შეეხება ფრანკ კესიე-მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო გაცვლას - აფრიკელ ფეხბურთელს "ბარსელონას" დატოვება არ სურს. შესაბამისად, ეს ბარტერი ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]