ბარსელონას რაფინიას €100 მილიონად შეელევა | Sport

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალს" "ბარსელონას" გარემარბის, რაფინიას შეძენა სურს.
ლონდონურმა კლუბმა "ბარსასთან" ბრაზილიელისთვის სატრანსფერო ბრძოლა ზაფხულში უკვე წააგო და მისი დამატება არც ამჯერად გაუადვილდება.
Sport-ის ცნობით, "ბლაუგრანა" 26 წლის ფეხბურთელს €100 მილიონად შეელევა. კატალონიელები რაფინიას უფრო იაფად გასხვისებას არ დათანხმდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" ბრაზილიელის გაყიდვას არც განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ჩავის გუნდს ჯერ ვერ შეეწყო, კლუბი მასზე ხელს ასე მარტივად არ ჩაიქნევს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]