ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ბეტისთან მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "რეალ ბეტისის" დამარცხებისა და ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"ბეტისმა" კარგად ითამაშა, მაგრამ შეგვეძლო, თამაშის ბედი უფრო ადრე გადაგვეწყვიტა. ისეთი დაცვა ვერ ვითამაშეთ, როგორიც "ატლეტიკოსთან", ბურთი ძალიან ბევრჯერ დავკარგეთ.

ფინალში გასვლით ბედნიერი ვარ. მინდა, რომ საუკეთესოს წინააღმდეგ ვითამაშო და გავიმარჯვო. "რეალ მადრიდი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ფინალი დიდებული იქნება.

პირველი ტაიმის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი, მეორე ნახევარში კი "ბეტისი" დომინირებდა და ჩვენ კი თამაში გაგვიჭირდა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში უნდა გადაგვეწყვიტა.
მეხუთე პენალტს მარკოს ალონსო დაარტყამდა.
უნდა ვისწავლოთ, როგორ მოვკლათ თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრებში სწორედ ეს გვაკლია.
ჩვენ ორი მიზანი გვქონდა: ფინალში გასვლა და კარგად თამაში, რათა თამაში ადრე დაგვესრულებინა. მხოლოდ პირველის შესრულება შევძელით.
შესაძლოა, ფატი უფრო ადრე უნდა შემომეყვანა. ეს ჩემი შეცდომაა. ანსუ კარგ ფორმაშია და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. 
ჩვენ დიდებული მეკარე გვყავს - ტერ შტეგენმა შესანიშნავად ითამაშა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის.
ფინალის მოგება თავდაჯერებულობას მოგვცემს.
დემბელე და დე იონგი იმიტომ შევცვალე, რომ მათ მცირე დისკომფორტი იგრძნეს, მაგრამ ვფიქრობ, ტრავმირებულები არ არიან. ისინი ფინალში ითამაშებენ.
თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. მეორე ტაიმი ცუდად ვითამაშეთ, ეს სწორი გზა არაა. გუნდის ორი სახე ვიხილეთ: შესანიშნავი პირველი ნახევარი და არასათანადო დონეზე ჩატარებული მეორე ნახევარი.
არ ვფიქრობ, რომ თამაშზე კონტროლი ცვლილებების გამო დავკარგეთ. "ბეტისმა" ზეწოლა გაზარდა და უპირატესობაც მოიპოვა. მიზეზი ესაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 13 იანვარი 2023 14:32
    2
    ციტატა: Futbol Club Barcelona
    Ჩავი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყავი, #1 ბარსელონელი, თითქმის ბოლომდე შემაძულე თავი, აზრზე არ ხარ და შიბაქობ აქ რაღაცებს. Რეალთან ეს სასტავი დაატენე თუარ გინდა გაგინო:

    ---------------Ტერ შტეგენი
    ------Კუნდე-არაუხო-კრისტენსენი
    Დემბელე-გავი-დე იონგი-პედრი-ბალდე
    ----------Ლევანდოვსკი-ფატი

    ესენი დაიღლებიან პირველი ტაიმის შემდეგ, ზამენები?
    წევრი [?]
    #15 13 იანვარი 2023 14:10
    1
    datio,
    თამაშის მოკვლაა ზუსტად დომინაცია ბოლოწუთამდე ისე რომ მეტოქეს შანსიც არ მისცე დაბრუნების, ჩავი ჯერ შორსაა დიდი მწვრთნელობისგან, მაგრამ ვფიქრობ შეუძლია ტოპ გუნდის აშენება, მასზზე უკეთე არავის ესმის ბარსას ფილოსოფია და დეენემი, გამოცდილებაც ასე თუ ისე საკმარისი აქვს უკვე, ვფიქრობ მომავალში ბევრად ძლიერი ბარსა უნდა ვიხილოთ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ რიგში.
    წევრი [?]
    #14 13 იანვარი 2023 13:40
    2
    მეორე ტაიმში ბეტისმა ზეწოლა გაზარდა. ზოგადად მეორე ტაიმი მწვრთნელის დონის მაჩვენებელია.
    ჩავი შენი დონე...ჩიხურაა.
    Culé [?]
    #13 13 იანვარი 2023 12:55
    5
    უნდა ვისწავლოთ თამაში როგორ მოვკლათო :D იმას კიარ იძახის როგორ შევინარჩუნოთ დომინაცია თამაშის ბოლომდეო, თამაში მოვკლათო.. მემგონი სიმეონემ ჩაააჯვა ამას სულში თორე მოურინიოს ეს ხმამაღლა არასდროს უკადრებია :))))
    ფანი [?]
    #12 13 იანვარი 2023 12:03
    1
    საქართველოს ნაკრებივით მხოლოდ 1 ტაიმი ყოფნით ფიზიკა :(
    ფეხბურთელები 90 წუთს ვერ ქაჩავენ და ეგაა პრობლემა
    წევრი [?]
    #11 13 იანვარი 2023 11:32
    1
    lesane C,
    მგონი ბევრი გოლის გატანა იგულისხმა და არა ერთის
    Culé [?]
    #10 13 იანვარი 2023 11:27
    5
    თამაში უნდა მოვკლათო, დაცვაში ჩაჯდომით თუ აპირებს მაგის გაკეთებას კარგად გვქონია საქმე

    ციტატა: Andrew
    მერამდენედ უნდა მოხდეს ესე პირველ ტაიმში თითქოს ჩვენ ვიგებთ თამაშს ,,ვანადგურებთ მეტოქეს" მეორე ტაიმში კი ჩავის 11 კაციანი გუნდი მკვდარია ვერ დარბიან დაძუნძულებენ დაცვაც არაფრად არ ვარგა (მენატრება პუიოლი და პიკე) ჩემი აზრით ჩავიმ უნდა იყიდოს ახალგაზრდა მცველები რომლებიც ბარსას ბიუჯეტს შეეფერება რომლებსაც ენერგია აქვთ და კარგი მომავალიც მაგალითად სიტიმ ჰალანდი რა იაფად იყიდა და ახლა მისი ფასი 5-ჯერ გაიზარდა ლუის ენრიკემ ესპანეთი დატოვა და იქნებ ჩვენთან მოვიდეს და ცოტა გვეშველოს ასეთი დაცვით ჩვენ რეალს ვერ მოვუგებთ ჩემპიონთა ლიგაზე 2024 წელს საერთოდ რას ვიზამთ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია ენრიკე დახატავდა ბარსას კი 15-ში ელ კლასიკოა, მაგრამ რათ გინდა ჩვენ ისეთი შემადგენლობით ვთამაშობთ ხალისი დამეკარგა რადადა ზიდანის და რონალდინიოს დროს კრიშტიანუს და მესის დროს რა ხალისი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მეტად იმ დროინდელი ელ კლაიკოები მომწონდა და მაგათ ველოდი

    akaki,
    ისინი რომ გაყიდონ თავის ფასად მესიც მოუვათ და 35M ევროც დარჩებათ კიდევ

    ენრიკე რო მოვიდეს ისევ ტორესის ყურება მოგვიწევს, თან არც მსნ დახვდება ახლა გუნდში, სეზონის ბოლოს ლა ლიგა თუ არ დადო ხავიმ ვინმე მართლა მწვრთნელი უნდა მოიყვანონ. საერთოდ ბარსაში უთამაშია თუ არა მაგ პრინციპით რატო არჩევენ ამ მწვრთნელებს ვერ გავიგე
    Culé [?]
    #9 13 იანვარი 2023 11:05
    2
    Ჩავი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყავი, #1 ბარსელონელი, თითქმის ბოლომდე შემაძულე თავი, აზრზე არ ხარ და შიბაქობ აქ რაღაცებს. Რეალთან ეს სასტავი დაატენე თუარ გინდა გაგინო:

    ---------------Ტერ შტეგენი
    ------Კუნდე-არაუხო-კრისტენსენი
    Დემბელე-გავი-დე იონგი-პედრი-ბალდე
    ----------Ლევანდოვსკი-ფატი
    --------------------
    Დემბელე მოკვდი
    წევრი [?]
    #8 13 იანვარი 2023 10:48
    0
    მერამდენედ უნდა მოხდეს ესე პირველ ტაიმში თითქოს ჩვენ ვიგებთ თამაშს ,,ვანადგურებთ მეტოქეს" მეორე ტაიმში კი ჩავის 11 კაციანი გუნდი მკვდარია ვერ დარბიან დაძუნძულებენ დაცვაც არაფრად არ ვარგა (მენატრება პუიოლი და პიკე) ჩემი აზრით ჩავიმ უნდა იყიდოს ახალგაზრდა მცველები რომლებიც ბარსას ბიუჯეტს შეეფერება რომლებსაც ენერგია აქვთ და კარგი მომავალიც მაგალითად სიტიმ ჰალანდი რა იაფად იყიდა და ახლა მისი ფასი 5-ჯერ გაიზარდა ლუის ენრიკემ ესპანეთი დატოვა და იქნებ ჩვენთან მოვიდეს და ცოტა გვეშველოს ასეთი დაცვით ჩვენ რეალს ვერ მოვუგებთ ჩემპიონთა ლიგაზე 2024 წელს საერთოდ რას ვიზამთ იმაზე ლაპარაკი ზედმეტია ენრიკე დახატავდა ბარსას კი 15-ში ელ კლასიკოა, მაგრამ რათ გინდა ჩვენ ისეთი შემადგენლობით ვთამაშობთ ხალისი დამეკარგა რადადა ზიდანის და რონალდინიოს დროს კრიშტიანუს და მესის დროს რა ხალისი იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მეტად იმ დროინდელი ელ კლაიკოები მომწონდა და მაგათ ველოდი

    akaki,
    ისინი რომ გაყიდონ თავის ფასად მესიც მოუვათ და 35M ევროც დარჩებათ კიდევ
    ფანი [?]
    #7 13 იანვარი 2023 10:19
    1
    კარგია რომ აღიარებს, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა ხომ არ არის, მუდმივად ასე ხდება. პირველ ტაიმს ითამაშებენ ბრწყინვალედ და მეორე ტაიმში კვდებან. საერთოდ პირიქით ხდება ხოლმე. ეს არის ჩავის ბრალი. ან აძლევს ასეთ მითითებას, რომ დაცაზე გადავიდნენ რადგან მატჩი მოგებული ჰგონია, და ამის დასტურია გუშინდელი დემბელეს და ფრენკის შეცვლა, ვითომ ფინალისთვის დაასვენა, გამოიყვანა უსარგებლო ტორრესი და შეტევა მოკვდა. თუ ეს ასეა, ჩავი დიდ შეცდომას უშვებს რაც ძალიან ძვირად უჯდება გუნდს, და თუ, როგორც ამბობს რატომღაც ასე ხდება, ეს კიდევ უფრო უარესი. თუ ხედავ რომ ასე ხდება, ნუ მისცემ ამის საშუალებას გუნდს. ან რას ლაპარაკობენ შესვენეაზე რომ გამოდის უარესობისაკენ რადიკაურად შეცვლილი გუნდი. ეხლა რეალი ვერ არის ჩვეულ დონეზე და კარგი მომენტია ტიტულის მოსაგებად და ლა ლიგაში დასაწინაურებლად, მაგრამ ამის მიღწევას, გუშინდელი პირველი ტაიმი სჭირდება....

    15 წუთი რჩებოდა მატჩის დასრულებამდე, ბეტისი ძალზე ძლიერად იდგა, და ჩავიმ ფაქტიუად მერე შემადგენლბა გამოიყვანა... ვერ გამიგია რატომ...
    Culé [?]
    #6 13 იანვარი 2023 04:51
    3
    მაგარი კვერრი ხარ, ერთხელ
    მაინც მოიგოს მეორე ტაიმი ან თამაშით ან ანგარიშით
    ფანი [?]
    #5 13 იანვარი 2023 03:41
    9
    ძაან ბევრჯერ ვამბობ, როდესაც ტორესი მოედანზეა ბარსა 10 კაციანია!
    რა გახდა გაუშვით რააა!!!
    ფანი [?]
    #4 13 იანვარი 2023 03:34
    9
    ხავი დიდ პატივს გცემდი როგორც ფეხბურთელს.და ეხლაც გაფასებ.მარა ერთს ვერ ვხსნი.ჯვარი ხომ არ გაქ დაწერილი ტორესზე?მოაშორე ბარსადან.ტორესიც და რაფინიაც.და ამ ორის სანაცვლოდ ეგებ ერთი ნორმალური ფეხბურთელი მოიყვანოთ.
    წევრი [?]
    #3 13 იანვარი 2023 03:01
    2
    ხო მოტნა ტვინი ამ ალონსოთი კიდე დაი არმივედით მეხუთე კაცამდეე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 იანვარი 2023 02:41
    7
    აქედან რამდენია სიმართლე, რაც ილაპარაკე. დისკომფორტი იგრძნეს არა ტოლმა.
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2023 02:23
    5
    ხოოო ?? ანუ აუცილებლად ასე უნდა დასრულებულიყო და დასრულდა კიდეც დიდი მაფიაა ხოარ იტყვის