რონალდინიოს შვილი ბარსელონაში გადმოდის

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს შვილი, ჟოაუ მენდეს დე ასის მორეირა კატალონიურ კლუბში გადმოსვლასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, 17 წლის თავდამსხმელმა "კრუზეიროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "ბარსასთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. რონალდინიო და ჟოან ლაპორტა აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ, ფეხბურთელი კი ბარსელონაში ტესტირებას უკვე გადის.
ჟოაუ მენდესი ბრაზილიაში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა. მოსალოდნელია, რომ თავდაპირველად ის ჟუვენილ ა-ს რიგებში ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]