რობერტ ლევანდოვსკი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს

რობერტ ლევანდოვსკი ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძოლებს

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის (The Best) მებრძოლი მოთამაშეები დაასახელა. მათ შორის "ბარსელონას" ცხრიანი რობერტ ლევანდოვსკიც მოხვდა. 

ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება: 

  • ხულიან ალვარესი - "მანჩესტერ სიტი", არგენტინა
  • ჯუდ ბელინგემი - დორტმუნდის "ბორუსია", ინგლისი
  • კარიმ ბენზემა - "რეალ მადრიდი", საფრანგეთი
  • კევინ დე ბრუინი - "მანჩესტერ სიტი", ბელგია
  • ერლინგ ჰოლანდი - "მანჩესტერ სიტი", ნორვეგია
  • აშრაფ ჰაკიმი - პსჟ, მაროკო
  • რობერტ ლევანდოვსკი - "ბარსელონა", პოლონეთი
  • სადიო მანე - "ბაიერნი"/"ლივერპული, სენეგალი
  • კილიან მბაპე - პსჟ, საფრანგეთი
  • ლიონელ მესი - პსჟ, არგენტინა
  • ლუკა მოდრიჩი - "რეალ მადრიდი", ხორვატია
  • ნეიმარი - პსჟ, ბრაზილია
  • მოჰამედ სალაჰი - "ლივერპული", ეგვიპტე
  • ვინისიუს ჟუნიორი - "რეალ მადრიდი", ბრაზილია

ვაჟებისგან განსხვავებით, კატალონიურ კლუბს ქალებს შორის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს. The Best-ისთვის აიტანა ბონმატი, ალეშია პუტელიასი და კეირა ვოლში იბრძოლებენ.

ფიფას დაჯილდოება 23 თებერვალს პარიზში გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 იანვარი 2023 14:53
    0
    მე მეგონა რო ეს პრიზი ლეომ მოიგო, რაღაც მსგავსი გადასცეს თუ IFFS-ის პრიზი იყო.
    CPU
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2023 03:42
    0
    ლევან მანდ უკვე იბრძოლეს და გაიმარჯვა კიდეც
    --------------------
    barca