მიკელ არტეტას ერიკ გარსიას შეძენა სურს | Sport

მიკელ არტეტას ერიკ გარსიას შეძენა სურს | Sport

ლონდონის "არსენალს" "ბარსელონას" ცენტრალური მცველის ერიკ გარსიას შეძენა სურს. 

Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელის დამატებით პირადად "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ინტერესდება, რომელსაც მასთან "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ასისტენტობისას უმუშავია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავის იანვარში ფეხბურთელების გაშვება არ სურს, კარგი შეთავაზების მიღების შემთხევაში, შესაძლოა "ბარსა" ესპანელის გასხვისებაზე დაფიქრდეს.

რაც შეეხება თავად გარსიას, ის წასვლაზე არ ფიქრობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ახალგაზრდა უკანახაზელს გუნდიდან წასვლა არ სურს და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლას აპირებს.

გარსიამ მიმდინარე სეზონში "ბლაუგრანას" მაისური 14 შეხვედრაში მოირგო. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 11 იანვარი 2023 01:09
    0
    ისე, საყრდენზე მოსინჯოს ჩავიმ ერთი-ორჯერ, დაცვითი ფუნქციები კი აქვს, მცველი არაა, თორე დაცვითი ფუნქციები კი ბატონო;
    და ბურთის ამოტანა-განაწილება კარგად გამოდის და ვინ იცის, იქნებ და....
    გულშემატკივარი [?]
    #11 10 იანვარი 2023 17:58
    1
    ციტატა: რივალდო-მესი
    იქნენა ერთხელ, აი ერთხელ გამოცადოს ჩვენმა რინუს მიხელსმა საყრდენზე🙂🙁

    Netav
    ფანი [?]
    #10 10 იანვარი 2023 17:43
    1
    იქნენა ერთხელ, აი ერთხელ გამოცადოს ჩვენმა რინუს მიხელსმა საყრდენზე🙂🙁
    ფანი [?]
    #9 10 იანვარი 2023 17:06
    0
    კი ბატონო მოგცემთ ოღონდ წაიყვანეთ საჩუქრად ტორესსაც გაგატანთ
    Culé [?]
    #8 10 იანვარი 2023 16:33
    1
    30 მილიონი მინიმუმ, პატარაა ჯერ,ესპანეთის ნაკრებშიც ათამაშებენ, ნორმალური სეზონი აქვს და განვითარდება ფაქტია,უბრალოდ ამას კრისტენსენიც ჯობია და ინიგოც (თუ მოვა).
    გულშემატკივარი [?]
    #7 10 იანვარი 2023 16:09
    2
    ტერ შტეგენი
    კუნდე არაუხო კრისტენსენი
    დემბელე დე იონგი გარსია ბალდე
    პედრი გავი
    ლევანდოვსკი
    ამ გუნდზე რას იტყვით?ჩემი აზრით გარსია და დეიონგი საყრდენზე ძაან მაგარი იქნება. დე იონგს ბურთის ამოტანა უყვარს და ამ დროს საყრდენი ზონა თავისუფალი რჩება, ამ შემთხვევაში გარსია დააზღვევს დეიონგს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 იანვარი 2023 14:50
    2
    ყველაზე სუსტია დაცვაში და ფაქტია
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 10 იანვარი 2023 14:40
    5
    არტეტამ რომ თავის მასწავლებლის " გოთვერნობა " გამოასწოროს არ უნდაა , გააყოლოს გარსიას ფერანიც და დრო მოვა მის მწვრთნელობაზეც დაფიქრდებიან ბარსაში და მაგ ამაგს არასოდეს დაუვიწყებენ .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 იანვარი 2023 14:39
    3
    ნუ ეხლა თქვან რამდენს იხდიან, ამით უნდა დაეწყოთ ჩემი აზრით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2023 14:24
    3
    შეძენაო? ანუ ფულს იხდის? 😃
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2023 14:24
    1
    თუ არ უნდა ვერ გავყიდით და რა აზრი აქვს ლაპარაკს.
    Culé [?]
    #1 10 იანვარი 2023 14:15
    4
    კაია თუ გაყიდიან ამას