ბარსელონა ატლეტიკო პარანაენსეს დაუკავშირდა

"ბარსელონამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" 17 წლის ტალანტის თაობაზე მიმართა, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, საქმე ვიტორ როკეს ეხება, რომელზეც "ბარსელონას" კარგი ცნობები აქვს - პოტენციურ ტრანსფერს მხარს დეკუც უჭერს.
"ატლეტიკო პარანაენსე" 17 წლის ცენტრფორვარდის სანაცვლოდ €30+€5 მილიონს ითხოვს. მისი შეძენით "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენიც" ინტერესდებიან.
როკე "კრუზეიროს" აღზრდილია, "პარანაენსეში" კი 2022 წლიდან ასპარეზობს. ბრაზილიელს მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]