ინიაკი პენიას ხვალ თამაშის უფლება არ აქვს

ინიაკი პენიას ხვალ თამაშის უფლება არ აქვს

ჩავი ერნანდესი გეგმავს, რომ "ინტერსიტისთან" ესპანეთის თასზე ხვალ გასამართ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გუნდის სათადარიგო მეკარე, ინიაკი პენია დააყენოს, მაგრამ როგორც ირკვევა, "ბარსელონას" ბიუროკრატიული პრობლემები აქვს.

კატალონიის რადიოს ჟურნალისტის, ტოტ კოსტას ინფორმაციით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონას" აცნობა, რომ კატალონიელებს ხვალ პენიას თამაშის უფლება არ აქვთ.

მიზეზი შემდეგია: პენიას კონტრაქტი აქვს "ბარსა ატლეტიკთან" და არა პირველ გუნდთან. სარეზერვო გუნდების მოთამაშეების პირველ გუნდში თამაში დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს 23 წელი არ შესრულებია. პენია უკვე 23 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ხვალ თამაშის უფლება არ აქვს.

ტოტ კოსტას ცნობით "ბარსას" ინიაკის პირველ გუნდში დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილი აქვს და პასუხს ელოდება. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული, ვიხილავთ თუ არა ხვალ პენიას "ბარსას" კარში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 იანვარი 2023 17:43
    0
    აბა შტეგენი იდგება?
    Culé [?]
    #4 4 იანვარი 2023 00:07
    0
    პენია თუ ვერა ტენასი დადგეს კარში, შტეგომ უნდა დაისვენოს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #3 3 იანვარი 2023 22:48
    1
    ოფიციალურად პირველი გუნდის წევრი გახდა.
    13 ნომერი იქნება😊
    Culé [?]
    #2 3 იანვარი 2023 20:55
    4
    ახლახანს წავიკითხე რომ პენია პირველ გუნდში დაარეგისტრირეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 იანვარი 2023 19:17
    2
    ბიჭო აი ეს უაზრო *ლეობა წესები ყველაფერს აფუჭებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid