ესპანიოლი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა

ესპანიოლი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის სასამართლომ "ბარსელონას" მოთხოვნა დააკმაყოფილა და რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია შეაჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლონელი დღეს "ესპანიოლის" წინააღმდეგ ითამაშებს.

ჩავიმ გუშინვე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად შესაფერისი დრო არ იყო, რადგან გუნდი ლევანდოვსკის გარეშე თამაშისთვის ემზადებოდა. უკმაყოფილოა "ესპანიოლიც". "თუთიყუშებმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ თამაშამდე 24 საათით ადრე მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ლა ლიგისთვის სახიფათო პრეცედენტია. "ესპანიოლი" უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ საქმის განხილვის დროს ამ კლუბს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდეს.

რთულია, "ესპანიოლს" არ გავუგოთ. ჩვენი დღევანდელი მეტოქე ემზადებოდა, რომ ლევანდოვსკის გარეშე მყოფ "ბარსელონას" დაუპირისპირდებოდა. თუმცა მთავარი ისაა, რომ "ბარსას" საჩივარი დღევანდელ შეხვედრას არ ეხებოდა - "ბლაუგრანას" მოთხოვნები რომც დაეკმაყოფილებინათ, რობერტს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დარჩებოდა და ის "ესპანიოლთან" მაინც ვერ ითამაშებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 დეკემბერი 2022 15:58
    0
    ესპანიოლმა ცივი წყალი დალიოს, ჩავიმ კიდევ სასტავი გაუძლიერდა და უკმაყოფილო თუ დარჩა, მაშინ ნუ გამოიყვანს ლევანას და დემბელე ათამაშოს ტორესთან და რაფინიასთან ერთად.
    გულშემატკივარი [?]
    #1 31 დეკემბერი 2022 12:52
    1
    ლკევანა არ ვიცი მე!.. სამი ქულა!