ბარსელონა 16 წლის არგენტინელი ტალანტით ინტერესდება

ბარსელონა 16 წლის არგენტინელი ტალანტით ინტერესდება

Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" 16 წლის არგენტინელ ტალანტს აკვირდება.

საქმე "ველეს სარსფილდის" თავდამსხმელს, ჯანლუკა პრესტიანის ეხება, რომელსაც თვალს არაერთი ევროპელი სკაუტი ადევნებს. 

ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამოხატავს. 

პრესტიანის მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. "ველესის" რიგებში მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 მატჩი და 1 ასისტია.

გარდა ამისა, ჯანლუკა არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 5 შეხვედრაშიც 2 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 30 დეკემბერი 2022 03:32
    0
    Daitrion bicho maleve gauiasnon,argentinelebs barca evasebat,mitumetes am taobis bavshvs ro ar moswondes ponti araa. Gundi argentinelis gareshe da brazilielis rais gundia.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 დეკემბერი 2022 20:47
    0
    ჩვენი მდგომარეობა რო ვიცით ამასაც ვიღაცა აგვახევს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 დეკემბერი 2022 02:31
    2
    16 წლის ღლაპს ტატუ, რომ არ ქონდეს ისე, როგორ შეიძლება.
    Culé [?]
    #1 28 დეკემბერი 2022 22:46
    6
    ეს მაგარი ვინმე ყოფილა, ვნახე იუთუბზე :დ ენდრიკი გამაზეს და ეს მაინც არ გამაზონ ამ ჩემის მიჯმულებმა 😡