ბენჟამინ პავარის ბარსელონაში ტრანსფერი რეალური ხდება

ყველასთვის ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მარჯვენა მცველის დამატება იქნება.
კატალონიურ კლუბს რამდენიმე მარჯვენაფლანგელი დაუკავშირეს, მათ შორის დიოგუ დალო და იოსიპ იურანოვიჩი. თუმცა, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ახალი ცნობებით, "ბარსას" პრიორიტეტი ბენჟამინ პავარია - მისი ტრანსფერი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება.
ფრანგს "ბაიერნთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ის გერმანელთა რიგებს დატოვებს.
ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსელონა" პავარს, დიდი ალბათობით, იანვარში ვერ შეიძენს, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ტრანსფერი შესაძლებელი იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]