სუბიმენდის ტრანსფერი რთულდება, ალტერნატიული ვარიანტები - ნევეში და კანტე

Relevo-ს ინფორმაციით, მარტინ სუბიმენდის "ბარსელონაში" ტრანსფერი რთულდება, რადგან "რეალ სოსიედადი" მის სანაცვლოდ €60 მილიონს ითხოვს.
ბასკი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესის რჩეულია, მაგრამ კატალონიურ კლუბში აცნობიერებენ, რომ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა თითქმის შეუძლებელია, თანაც იმის ფონზე, რომ "სოსიედადს" ამ ფულის ერთიანად მიღება სურს.
"ბარსელონას" რამდენიმე ალტერნატივა აქვს, ერთ-ერთი კი "ვულვერჰემპტონის" შუახაზელი რუბენ ნევეშია. პორტუგალიელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა ის "ბარსას" რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა კლუბი არ ჩქარობს.
ჟოან ლაპორტას ნევეში მოსწონს და ხვდება, რომ ტრანსფერი რთული არ იქნება, რადგან ჟორჟე მენდეში საქმეს გაამარტივებს, მაგრამ ჩავი ერნანდესი ფიქრობს, რომ რუბენი ის ფეხბურთელი არაა, რომლითაც ნახევარდაცვას გააძლიერებს.
კიდევ ერთი კანდიდატი ნ'გოლო კანტეა, რომელსაც "ჩელსისთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება - კატალონიელები მის გარშემო არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]