პსჟ მესის შეუთანხმდა | ფაბრიციო რომანო

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ლიონელ მესიმ საკუთარ მომავალზე ფიქრი დაიწყო და, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება მალე მიიღო.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენმა" არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულების პირობები ჯერ გარკვეული არაა, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამაზე მუშაობს და ყველაფერი მხარეებს შორის შეხვედრაზე გაირკვევა, რომელიც ახლო მომავალში შედგება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მესის "ინტერ მაიამისა" და "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები არ გაუმართავს. ლეოს გადაბირება ორივე კლუბს სურდა, თუმცა სერიოზული მოლაპარაკება არ დაწყებულა.
როგორც დღეს დაიწერა, ჟოან ლაპორტა "ლა პულგას" დაბრუნებაზე მუშაობას იწყებს და ამ მიზნით მასთან დარეკვასაც აპირებს, მაგრამ თუ ყველაზე სანდო ჟურნალისტს დავუჯერებთ, "ბარსას" პრეზიდენტის მცდელობა ამაოდ ჩაივლის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]