არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია!

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია!

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მესამედ მოიგო.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა - დემბელეს მიერ დი მარიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ლიონელ მესიმ გოლად აქცია და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც გოლი მუნდიალის ყველაზე ეტაპზე გაუტანია; საფრანგეთმა არგენტინას ვერაფერი დაუპირისპირა და შესანიშნავი კონტრშეტევის შემდეგ, 36-ე წუთზე დი მარიამ თავისი გუნდის უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა.

თამაშს მეორე ტაიმშიც არგენტინა აკონტროლებდა, თუმცა შეტევებში ისე ხშირად აღარ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის თამაშს მატჩის შემომტრიალებლისა არაფერი ეტყობოდა, კილიან მბაპემ მე-80 წუთზე პენალტით 1 ბურთი გაქვითა, ერთი წუთის შემდეგ კი ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

მეორე დამატებით ტაიმში, 109-ე წუთზე ლეო მესიმ არგენტინა კვლავ წინ გაიყვანა და მსოფლიო ჩემპიონობას ისევ მიუახლოვდა, მაგრამ მბაპემ პენალტით წონასწორობა კვლავ აღადგინა და მატჩი 3-3 დასრულდა.

პენალტების სერიაში არგენტინამ 4-2 მოიგო - "ალბისელესტეს" მხრიდან თერთმეტმეტრიანები ლიონელ მესიმ, პაულო დიბალამ, ლეანდრო პარედესმა და გონსალო მონტიელმა გაიტანეს, ფრანგთა რიგებში კი თავიანთი დარტყმები კილიან მბაპემ და რანდალ კოლო მუანიმ გამოიყენეს, კინგსლი კომანს ემილიანო მარტინესმა აუღო, ორელიენ ჩუამენიმ კი ააცილა.

შესაბამისად, ლიონელ მესის ოცნება ახდა - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია. "ალბისელესტემ" ტურნირი მესამედ მოიგო: 1978, 1986 და აწ უკვე 2022 წლებში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 36 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #36 23 დეკემბერი 2022 10:57
    0
    დამსახურებულად ეკუთვნოდა მეფეს მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერის დასასრულს.❤️❤️❤️❤️ რაც მე პენალტების სერიაში ვინერვიულე,მერე გადამავიწყდა ეს ნერვიულობა როცა ფეხბურთის მეფე დავინახე დამსახურებული თასით ხელში.🇦🇷🇦🇷🇦🇷 თან ჰალას კამანდის სახე წარმოვიდგინე მაგ დროს როცა თასი აწია 😀😀 მინდოდა დამენახა მაგათი სახეები მაგ მომენტში 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #35 20 დეკემბერი 2022 15:41
    0
    ბოლო წუტხე კაი გვარიანად მანერვიულეს, თუმცა პენალტების სერიაში 90% დარწმუნებული ვიყავი
    გულშემატკივარი [?]
    #34 19 დეკემბერი 2022 11:37
    0
    ციტატა: ანდალუზია
    სულაც ჩემი ჯადოსნური ღვეზელის დამსახურებაა😅მექსიკასთან თამაშის წინ რომ მივაშველე.

    ემი მარტინესსაც ეხმარება მგონი ეგ ღვეზელი ☺️😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #33 19 დეკემბერი 2022 10:53
    0
    ამ თამაშის შემდეგაც თუ არ გაუშვეს დემბელე და ჩავის სამწვრთნელო ლიცენზიას დიდი ეჭვით შევხედავ. თუმცა ვის გინდა შეტენო, ვისა აქვს 2 თავი.

    ციტატა: jack slater
    გაირჭოს ის ბუცი მბაპემ უკან

    ბუცის გარჭობა არ გაუჭირდება, გაიხაროს რო ოქროს ბურთი არ მისცეს თორემ გაძნელდებოდა გაკეთება.
    ფანი [?]
    #32 19 დეკემბერი 2022 07:38
    4
    ციტატა: JasoN
    დამბლოკეთ ან მაპატიეთ არ ვიცი რაც გინდათ ის ქენით მაგრამ ვისაც მესის ჩემპიონობა გაყიდული ან შეტენილი გგონიათ ყველას შ ე .... ც ი გარდიგარდმო!!! ასეთი თავაწეული და ამაყი არ ვყოფილვარ არასოდეს ალბათ იმიტომ რომ დამსახურებულად წლების და კარიერის ბოლოს მოიგო მეფემ ის ტურნირი რომელიც სრულიად საფეხბურთო სამყაროს დაადუმებს ზოგს გაახარებს და ზოგსაც ინფაკტს დაარტყავს!!! ეს კაცი იმსახურებდა და მიიღო კიდეც და აწი გავკარი გულ დარტყმულ ყველა ბოღმას კრისტიანუ რონალდუს ჩათვლით!!! ვივა ბარსა ვივა არგენტინა!!! პ.ს. ესპანეთის გულშემატკივარი ვარ მაგრამ მეფე უნდა იყოს ერთი და განუმეორებელი!!!

    მაგის პააუხი 120 წუთზე ერთიერთზე ფეხით აღებული ბურთია ემისგან. იდიოტი უნდა იყო ეგ როთქვა ამიყომ დავი ბრატ შენს სიტყვებს.
    Culé [?]
    #31 19 დეკემბერი 2022 00:06
    2
    ციტატა: ♠️spookify♠️
    ციტატა: jack slater
    გაირჭოს ის ბუცი მბაპემ უკან

    Magas ganarchobis meti ra eqneba magis damsxmels vtene. Halaze kide ar idardot,prosta shedit da isiamovneb emociebit ddd yvelafers dges daesva wertili samudamod!🤍💙🇦🇷

    ერთი ჰალამ იდარდოს თავისი ჩუამენი და ჩვენ ვიმხიარულოთ და დავტკბეთ იმითი რისიც გვჯეროდა.... მესი დაგესიზმრებათ ჰალაზე ყველას მესიიიიიიი :))))))(
    Culé [?]
    #30 19 დეკემბერი 2022 00:02
    0
    ციტატა: jack slater
    გაირჭოს ის ბუცი მბაპემ უკან

    Magas ganarchobis meti ra eqneba magis damsxmels vtene. Halaze kide ar idardot,prosta shedit da isiamovneb emociebit ddd yvelafers dges daesva wertili samudamod!🤍💙🇦🇷
    Culé [?]
    #29 18 დეკემბერი 2022 23:56
    18
    დამბლოკეთ ან მაპატიეთ არ ვიცი რაც გინდათ ის ქენით მაგრამ ვისაც მესის ჩემპიონობა გაყიდული ან შეტენილი გგონიათ ყველას შ ე .... ც ი გარდიგარდმო!!! ასეთი თავაწეული და ამაყი არ ვყოფილვარ არასოდეს ალბათ იმიტომ რომ დამსახურებულად წლების და კარიერის ბოლოს მოიგო მეფემ ის ტურნირი რომელიც სრულიად საფეხბურთო სამყაროს დაადუმებს ზოგს გაახარებს და ზოგსაც ინფაკტს დაარტყავს!!! ეს კაცი იმსახურებდა და მიიღო კიდეც და აწი გავკარი გულ დარტყმულ ყველა ბოღმას კრისტიანუ რონალდუს ჩათვლით!!! ვივა ბარსა ვივა არგენტინა!!! პ.ს. ესპანეთის გულშემატკივარი ვარ მაგრამ მეფე უნდა იყოს ერთი და განუმეორებელი!!!
    მწერალი [?]
    #28 18 დეკემბერი 2022 23:45
    12
    მომენატრა მსგავსი ემოციები ისე ძმებო, დრო იყო რო ისეთი რაღაც მომხდარიყო მთელ მსოფლიოს გაეხარა, ბარსელონას და პსჟ-ს კი არა, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრები ხარობენ ისეთი ფაქტია ლეოს მსოფლიო, ფეხბურთმს ვალი დაუბრუნა მეფეს. გასკდნენ ერთ ადგილზე სი.ები.
    წევრი [?]
    #27 18 დეკემბერი 2022 23:43
    2
    სულაც ჩემი ჯადოსნური ღვეზელის დამსახურებაა😅მექსიკასთან თამაშის წინ რომ მივაშველე.
    CPU
    Culé [?]
    #26 18 დეკემბერი 2022 23:43
    8
    მჯეროდა რომ თასი სამხრეთ ამერიკაში წავიდოდა. კაი ხანია ევროოაში დარჩა
    --------------------
    barca
    მწერალი [?]
    #25 18 დეკემბერი 2022 23:37
    1
    ეს ბლანკოსი რა საცოდავია, ჯერ აქლემის გრიპს აბრალებდა, ანუ სპეციალურად გაავრცელეს თურმე ეგ ვირუსჯ ფრანგებზე რო მესის მოეგო, ახა ნაჩუქარი პენალტიო, მგონი პენლების სერუაც დაწერილი იყო, ემილიანომ იცოდს ეტყობა ვინ სსდ დაარტყავდა, ჩუამენმსც იცოდა და ააცილა სპევიალნა და შეტენეს 😁😁 ღმერთო ეს რს უბედურია, აი ბოღმისგან ალბათ თმებიც გაცვევნილი აქ, კატასტროფაა, მსგავსი ერთუჯრედისნი არაფერი მინახავს. საბრალო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 18 დეკემბერი 2022 23:25
    23
    ხორვატია რომ დაამარცხეს არავისთვის მითქვამ მაგრამ ჩემს გულში გავივლე, რომც წააგონ ფინალი მაინც ყველაზე მაღლა დგას ეს კაცი მეთქი❤️😭 შეიძლება აქამდე რაც წერია გიჟად შემრაცხოთ მაგის გამო მაგრამ ავხსნი😁 პირველ რიგში რათქმაუნდა მესის ზოგად კარიერას რომ გადავხედოთ მხოლოდ ეს ერთი ტიტული ექნებოდა დარჩენილი და ორჯერ ძალიან ახლოს იქნებოდა, რაც ჩემთვის პირადად ნიშნავს რომ იმსახურებდა და უბრალოდ არ გაუმართლა. მეორე, რაშიც გააკრიტიკეს ყველაფერზე საკადრისი პასუხი მიაგო ყველას, იიიი არ თამაშობს ნაკრებში ბიძი ხალხი კიარ დაადუმა დაასაფლავა ტიპმა, პენალტებსაც უემოციოდ მკვლელივით ასრულებდა ტიპი მთელი ტურნირის მანძილზე. მესამე, 2014ის მსოფლიოზე ვერცხლის მედლები მარტომ ჩამოურიგა იმ უდღეურებს. და ბოლოს, ტიპმა იცით რა გააკეთა? რაც აქამდე არავის გაუკეთებია, მემფონი აქამდე არც აღუნიშნავს არავის, მესიმ თავისი ნაკრები აღზარდა!!!! და ამ ნაკრებით მოიგო! გადახედეთ არგენტინის შემადგენლობას, მინიმუმ 4/5 ამ ფეხბურთელებისა მესის თამაშზეა გაზრდილი!!!! ტიპებს მსოფლიო ჩემპიონიბა თავის გამო კიარა მესის გამო უხაროდათ და ეს აფერისტობა ნამდვილად არ ყოფილა. თავ-პირს იმტვრევდა თითოეული რომ მესის საბოლოო სიტყვა ეთქვა. ამაზე დიდებული ვინმე კიარა რამე გახსენდებათ? ფილმის სცენარი არ იქნება ასეთი გასაოცარი ხალხო!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    მწერალი [?]
    #23 18 დეკემბერი 2022 23:23
    21
    მთელი საფეხბურთო სამყარო ხარობს და ზეიმობს მეფის ჩემპიონობას და ეს ჰალას ბოღმები ისევ მოწყვრტილები არიან სამყაროს, აი მსგავსი დეგრადირებული კამანდა არ მინახავს მე ცხოვრებაში ძმაო. შურიანები, ვის შეტენეს ბიჯო, მთელი ტურნირი დაფრინავდა კაცი, და მადრიდისტა წერს თან მაგას, იმ გუნდის ფანი, რომელიც წლები მოგინილი პენლებით, ოფსაიტებით და ათასი ბინძური ხერხით იგებდა ტიტულებს. იმენა უსირცხვილობის პიკი!
    წევრი [?]
    #22 18 დეკემბერი 2022 23:06
    20
    მხოლოდ იმიტომ რომ გუნდი იყო გულით და სულით ერთიანი
    თორემ მესი უთასოდაც დიდებულია🇦🇷
    Culé [?]
    #21 18 დეკემბერი 2022 23:00
    12
    CuleTillIDie, გეთანხმები , ნეიტრალური მაყურებლებისათვის , ეს იყო საოცარი ფინალი , ფეხბურთის ზეიმი , გოლები , ემოცია , შეტევა , ავტობუსები არ დაიქოქა და საფეხბურთო ლატარია . ფეხბურთის გულშემატკივარმა მეტი რა უნდა ინატრო ? მაგრამ მესი რომ არის ფინალში , როგორ გინდა ნეიტრალური იყო , მთელი მსოფლიო ლოცულობდა მის შემპიონობაზე . აი მე კი თუ გული არ დამარტყავდა მბაპეს მესამე გოლზე არ მეგონა , პენლებს ვეღარც ვუყურე გავედი ოთახიდან და ოჯახის წევრების ემოციით ვხვდებოდი რომ ვიტანდით . ბრავოო მეფეე , ავიდა ღირსეულად ტახტზეე და დამზახურებულად გავა პენსიაში წლის ბოლოს , პსჟ - დან !!!! ლაპორტააა შენიიი !!! და ტებასის ზემოდააან !
    Culé [?]
    #20 18 დეკემბერი 2022 22:53
    22
    დი მარიამ ყველა ფინალში გაიტანა გოლი არგენტინის მასურში. ოლიმპიადა,კოპა,ფინალისიმა,მსოფლიო. იგუაინს არ ჰგავს.
    Culé [?]
    #19 18 დეკემბერი 2022 22:50
    9
    და ეს დღეც დადგაა…. ❤️
    მწერალი [?]
    #18 18 დეკემბერი 2022 22:49
    4
    აუ ბლანკოსს, სზვა ნიკით გაიჩითა და გამისწორსა მესის მსოფლიოო 😁😁😁 რა კომუკია ბიჯოოო, სუო გადარეულა, ნუ ველოდი 😁🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 18 დეკემბერი 2022 22:48
    11
    არგენტინა დიდებული ქვეყანა დიდებული გუნდით.გილოცავთ ყველას არგენტინის ფანებს. მესი არის ფეხბურთის ღმერთი.ნ1
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️