ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

ბარსელონა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა

18 დეკემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალია, რომელშიც მონაწილეობას "ბარსელონას" ორი ფეხბურთელი მიიღებს - უსმან დემბელე და ჟიულ კუნდე.

ეს ზედიზედ მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მუნდიალის ფინალში "ბარსელონას" ფეხბურთელი მონაწილეობს, რაც რეკორდია. აქამდე არცერთ კლუბს ასეთი შედგი არ ჰქონია.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები ვიხილეთ, ამ გუნდში კი დემბელე და უმტიტი თამაშობდნენ.

2014 წელს გადამწყვეტ მატჩში ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინამ ითამაშა.

4 წლით ადრე, 2010 წელს, ტრიუმფატორი ესპანეთის რიგებში ფინალურ მატჩში პიკემ, პუიოლმა, ბუსკეტსმა, ჩავიმ, ინიესტამ, პედრომ და ვილიამ ითამაშეს, სათადარიგოთა სკამზე კი ვიქტორ ვალდესი დარჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ფინალი, რომელშიც "ბარსელონას" ფეხბურთელი არ გვინახავს, 2006 წელს იტალიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა. თუმცა ამ თამაშიდან მალევე ჯანლუკა ძამბროტა და ლილიან ტურამი "ბლაუგრანას" მოთამაშეები გახდნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 დეკემბერი 2022 17:43
    1
    ამ სტატისტიკის ცოდნა აუცილებელია? გამოდგება რამეში?
    Culé [?]
    #1 16 დეკემბერი 2022 15:45
    0
    ერთი დასირებული და ერთი ხუ---- ივო მამუ ზნაეტი - თხის წინააღმდეგ. მაგარ სანახაობას ველი!