საფრანგეთი ფინალშია
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო დაამარცხა და ფინალში გავიდა.
დიდიე დეშამის შეგირდებმა მეტოქეს 2-0 მოუგეს. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლის გატანა მე-5 წუთზე ტეო ერნანდესმა შეძლო, შეხვედრის მეორე ნახევარში კი თავი რანდალ კოლო მუანიმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საფრანგეთის ნაკრების რიგებში ჟიულ კუნდემ სრული მატჩი ჩაატარა, უსმან დემბელემ კი მოედანზე 79 წუთი გაატარა. ამასთან, მაროკოს ნაკრებში "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ეზ აბდემ ითამაშა - ის შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო.
შესაბამისად, მუნდიალის ფინალში არგენტინისა და საფრანგეთის დაპირისპირებას ვიხილავთ. გადამწყვეტი მატჩი სტარტს 18 დეკემბერს, 19:00 საათზე აიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]