არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!
არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატია 3-0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
არგენტინა 34-ე წუთზე კაპიტანმა ლეო მესიმ პენალტით დააწინაურა, მალევე კი, 5 წუთში ხულიან ალვარესმა შესანიშნავი სოლორეიდის შემდეგ საქმე ბოლომდე მიიყვანა და თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა.
მეორე ტაიმში "ალბისელესტემ" კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო - ლეო მესის ბრწყინვალე თამაშისა და პასის შემდეგ ხულიან ალვარესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მუნდიალის ფინალში არგენტინის მეტოქე დღეს, 23:00 საათზე გაირკვევა - ლიონელ სკალონის შეგირდები გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთს ან მაროკოს 18 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]