ლიონელ მესი: მსაჯმა დამატებით დროში გადაგვისროლა

ლიონელ მესი: მსაჯმა დამატებით დროში გადაგვისროლა

ლეო მესიმ ნიდერლანდებთან მოგებული მატჩისა და მუნდიალის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა:

ხორვატიის წინააღმდეგ რთული მატჩი გველის... ეს ნახევარფინალია და მარტივი არ იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშით სიამოვნებას ვიღებთ. ბედნიერი ვარ. ნელ-ნელა ვპოგრესირებთ.

ხორვატებმა აჩვენეს, რომ დიდებული გუნდი ჰყავთ. რიგ მომენტებში ისინი ბრაზილიას ტოლსწორად ეთამაშებოდნენ. ეს ნაკრები ზლატკო დალიჩის ხელში დიდი ხანია მუშაობს და ერთმანეთს კარგად იცნობენ.

დიდი სიხარული და შვება... საქმე პენალტების სერიამდე არ უნდა მისულიყო - ამის გამო ბევრი ვიწვალეთ. მაგრამ ეს მუნდიალის მეოთხედფინალი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

FIFA მსგავს მატჩებში ასეთ მსაჯებს ნიშნავს. მატეუ ლაოსი ამ დონეს არ შეესაბამება. მან დამატებით დროში გადაგვისროლა.

ხალხმა ნახა, რა მოხდა. ვფიქრობ, FIFA-მ ამაზე უნდა იზრუნოს. ასეთი მნიშვნელობის მატჩში მსგავსი არბიტრები არ უნდა მუშაობდნენ. ეს მსაჯი თავის მოვალეობას ვერ ასრულებდა.

ვან გაალი ხალხს ეუბნება, რომ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მისმა გუნდმა მხოლოდ პასები იცის.

ლეო მესიმ ინტერვიუს ჩაწერისას ვუტ ვეგჰორსტს შემდეგი რამ უთხრა:

ვის უყურებ? გაიარე, სულელო.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების კარში გატანილი გოლით ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელ ბომბარდირებს შორის გაბრიელ ბატისტუტას დაეწია - ახლა ორივე მათგანს 10-10 გოლი აქვს, რაც საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, "ლა პულგას" შემდეგი გოლი სარეკორდო იქნება.

ამასთან, მესის მუნდიალის პლეი ოფში უკვე 5 ასისტი დაუგროვდა და აქამდე საუკეთესო სტატისტიკის მქონე პელეს გადაასწრო - ლეგენდარულ ბრაზილიელს 4 საგოლე პასი აქვს.

ლეო ნიდერლანდებთან გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - მესიმ ეს პრიზი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მესამედ მოიგო, ჯამში კი 9-ჯერ მოუპოვებია, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 დეკემბერი 2022 17:44
    0
    მსაჯს მოედნიდან უნდა გადაესროლე მადლობა თქვი როარ გაგაგდო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 დეკემბერი 2022 11:38
    1
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ლეო მესიმ ინტერვიუს ჩაწერისას ვუტ ვეგჰორსტს შემდეგი რამ უთხრა:
    ""ვის უყურებ? გაიარე, სულელო""
    ==========
    😆 ვინ არის ეს კაცი და ასე რატომ გაუბრაზდა ლეო? ::დდდ

    ეს კაცი ნიდერლანდელთა თავდამსხმელია ლამის 2 მეტრიანი, მიუხედავად იმისა რომ შეცვლაზე შემოვიდა 2 ბურთი მაინც გაიტანა და ყვითელის აღებაც მოახერხა, ლეოს კი ზიზღით უყურებდა ინტერვიუს დროს, იმიტომ რო მისი ყვითელი არ აღმოჩნდა საკმარისი ლეოს გასანეიტრალებლად.
    Culé [?]
    #4 10 დეკემბერი 2022 11:24
    1
    ლეომ ცოტა გადაამეტა კომენტარისას, დამატებითში მსჯმა როგორ გადაისროლა, მთელი მეორე ტაიმში დაცვაში ჩაჯდნენ, ცენტრს ვერ აკონტროლებდნენ და ლოგიკური იყო ჰოლანდიის გოლებიც.. ვნახოთ აბა უკნიდან მოთამაშე ხორვატიასთან რას იზავენ, მარტივი თამაში არ იქნება მაგრამ არც ისეთი სასწაული გუნდია ხორვატია რომ ვერ გაცდეს. ლეოზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული და ყველაფერი უნდა გაიღოს ფინალისთვის
    Culé [?]
    #3 10 დეკემბერი 2022 06:49
    2
    ციტატა: MSN G.O.A.T
    მთავარია იქიდან საფრანგეთი არგამოძვრეს ფინალში

    ხორვატიაც არაა მარტივი ბარიერი ... ჯერ ეს გავაქროთ და მერე მოვიდეს ნებისმიერი 😇
    Culé [?]
    #2 10 დეკემბერი 2022 04:07
    1
    ლეო მესიმ ინტერვიუს ჩაწერისას ვუტ ვეგჰორსტს შემდეგი რამ უთხრა:
    ""ვის უყურებ? გაიარე, სულელო""
    ==========
    😆 ვინ არის ეს კაცი და ასე რატომ გაუბრაზდა ლეო? ::დდდ
    ფანი [?]
    #1 10 დეკემბერი 2022 03:19
    4
    მთავარია იქიდან საფრანგეთი არგამოძვრეს ფინალში