არგენტინა ნახევარფინალშია!
ცოტა ხნის წინ დასრულდა არგენტინასა და ნიდერლანდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამართული გიჟური დაპირისპირება.
"ალბისელესტე" ლეო მესის საოცარი პასის შემდეგ ნაუელ მოლინამ დააწინაურა, 73 წუთზე კი "ლა პულგამ" პენალტით თავად გაიტანა და არგენტინელთა უპირატესობა გაზარდა.
83-ე წუთზე ვუთ ვეგჰორსტმა 1 ბურთის გაქვითვა მოახერხა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი დუბლი შეასრულა, და მატჩი დამატებით დროში გადავიდა.
დამატებით ტაიმებში არაფერი შეიცვალა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომლის გმირადაც ემილიანო მარტინესი მოგვევლინა - არგენტინელთა მეკარემ 2 თერთმეტმეტრიანი მოიგერია - მან ვირჯილ ვან დაიკსა და სტივენ ბერგუისს აუღო. თავის მხრივ, ლეო მესიმ, ლეანდრო პარედესმა, გონსალო მონტიელმა და ლაუტარო მარტინესმა პენალტების გატანა მოახერხეს, არგენტინამ 4-3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნახევარფინალში ლიონელ სკალონის გუნდი ხორვატიას შეხვდება. მატჩი სტარტს 13 დეკემბერს, 23:00 საათზე აიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]