ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [9 დეკემბერი]

ბარსელონელების დღევანდელი განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე [9 დეკემბერი]

ორდღიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი გვიბრუნდება.

დრეს ორი მეოთხედფინალური წყვილი გაიმართება და პირველ ნახევარფინალსაც მივიღებთ.

19:00 საათზე რაფინიას ბრაზილია ხორვატიას დაუპირისპირდება.

23:00 საათზე კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრაა - ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდები ლიონელ მესის არგენტინის წინააღმდეგ.

ორივე თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გვთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 დეკემბერი 2022 12:08
    0
    როგორც ვივარაუდე ორი ბარსელონელი ემშვიდობება მუნდიალს. დე იონგი და დეპაი.
    გულშემატკივარი [?]
    #3 9 დეკემბერი 2022 16:44
    0
    დი მარია,ლაუტარო,პაპუ და დე პაული შესაძლოა არ იყოს დღეს და არ ვიცი რამდენად შეძლებენ ეგრე გასვლას. იმედია გავლენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 დეკემბერი 2022 15:25
    0
    დი მარი თუ იქნება არგენტინა მოიგებს.მთავარია მესის აუდგეს და სანერვიულოც აღარ გვექნება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 9 დეკემბერი 2022 11:11
    2
    დღეს წესით თანაბარ თამაშს ველი, ხოლო ვინც არ უნდა გავიდეს, შემდეგში ბრაზილიასთან დატაკება საკმაოდ არათანაბარი იქნება.
    მაგრამ მგონია რომ იმათთვის წინააღმდეგობის გაწევა უფრო მეტად არგენტინას შეუძლია და ამიტომ სამართლიანობა მოითხოვს რომ ლეო გაძვრეს.
    ბოლო 4 ბრაზილია-არგენტინის დაპირისპირებაში ბრაზილიამ გოლი ვერ გაუტანა არგენტინას, ასევე მარაკანაზეც კი დათმეს კოპა, ამიტომ სულ სხვა მენტალიტეტის თამაში წავა ვიდრე ჰოლანდიასთან.
    ისე მგონია რომ დღეს წესით ორივე გუნდის ბრჭყალებს ვიხილავთ, აქამდე შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ თავიანთ მეტოქეებს სათანადოდ არ აფასებდნენ და ნაკლები მონდომებით ითამაშეს ბანძ გუნდებთან დღეს კი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა წავა.