ქალთა გუნდის პირველი მარცხი სეზონში

ქალთა გუნდის პირველი მარცხი სეზონში

გუშინ "ბარსელონას" ქალთა გუნდმა სეზონში პირველი თამაში წააგო.

კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მიუნხენის "ბაიერნს" "ალიანც არენაზე" დაუპირისპირდნენ.

თუ პირველ 9 წუთს არ ჩავთვლით, "ბარსა" ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა 9 წუთის შემდეგ მასპინძლები უკვე 2-0 იგებდნენ. მე-60 წუთზე კი ანგარიში 3-0 გახდა.

"ბაიერნმა" კარში სულ 8-ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა, "ბარსელონამ" კი 23 დარტყმიდან გოლად მხოლოდ ერთი აქცია, ისიც მიუნხენელთა მეკარის უხეში შეცდომის შემდეგ. საბოლოოდ 3-1.

იმის გამო, რომ პირველი თამაში "ბარსელონას" 3-0 ჰქონდა მოგებული, ჯგუფში პირველობას კატალონიური გუნდი ინარჩუნებს.

თამაშის მიმოხილვა:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 დეკემბერი 2022 12:24
    4
    ეხლა ქალებსაც მისწვდნენ გერმანელები?