დანი ალვესი: მადლობა რაფა მარკესსა და ჟოან ლაპორტას

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ამჟამად ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე მყოფი დანი ალვესი აცხადებს, რომ ეროვნულ გუნდში მოხვედრას ის "ბარსელონას" უნდა უმადლოდეს.
გასულ სეზონში "ბარსელონაში" ვთამაშობდი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი "ბარსა ატლეტიკში" ვვარჯიშობდი. ყველაფერი, რაც მოხდა, მათი დამსახურებაცაა.
მადლობას ვუხდი რაფა მარკესსა და მთელ მის სამწვრთნელო გუნდს იმისათვის, თუ როგორ მიმიღეს მათ. ასევე პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელმაც კლუბის კარი გამიღო.
- განაცხადა 39 წლის მარჯვენა მცველმა ტოტ კოსტასთან საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]