5 ბარსელონელი მუნდიალის 1/4-ფინალში

მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდა. მოლოდინი გვქონდა, რომ 1/4-ფინალში "ბარსელონას" ყველაზე მეტი, 13 წარმომადგენელი ეყოლებოდა, მაგრამ ერთ მატჩში მარცხის გამო ტურნირს ჩვენი ერთდროულად 8 მოთამაშე გამოაკლდა. დაგვრჩა ხუთი.
ხუთიდან ორი "ბარსელონელი" ნიდერლანდების ნაკრებში თამაშობს. ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის ნიდერლანდები მეოთხედფინალში არგენტინას შეხვდება. თამაში 9 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.
კიდევ ორი "ბარსელონელი" თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში. უსმან დემბელესა და ჟიულ კუნდეს გუნდი 10 დეკემბერს, 23:00 საათზე ინგლისის დაუპირისპირდება.
მეხუთე "ბარსელონელი", რაფინია, ბრაზილიის ნაკრების წევრია და პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისი გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.
სასიამოვნოა, რომ ხუთივე "ბარსელონელი" თავიანთ ნაკრებებში სასტარტო შემადგენლობის წევრებად მიიჩნევიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]