ესპანელები ბარსელონას 16 დეკემბერს დაუბრუნდებიან

ესპანელები ბარსელონას 16 დეკემბერს დაუბრუნდებიან

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატს "ბარსელონას" ერთდროულად 8 ფეხბურთელი გამოეთიშა, რისი მიზეზიც 1/8-ფინალში ესპანეთის მაროკოსთან მოულოდნელი მარცხი იყო.

"ბლაუგრანას" გულშემატკივრებს შეგვიძლია, ამ ფაქტში პოზიტივიც დავინახოთ. ფეხბურთელები კლუბს ტრავმების გარეშე უბრუნდებიან და მათ დასვენებისთვისაც მეტი დრო ექნებათ.

ალეხანდრო ბალდე, ჟორდი ალბა, ერიკ გარსია, სერხიო ბუსკეტსი, გავი, პედრი, ფერან ტორესი და ანსუ ფატი კატალონიაში დღეს დაბრუნდებიან. თუმცა მწვრთნელი მათ დასვენებისთვის დროს მისცემს.

Mundo Deportivo-ს ცნობით ეს 8 ფეხბურთელი "სიუტატ ესპორტივაზე" ვარჯიშს 16 დეკემბერს განაახლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 დეკემბერი 2022 23:43
    0
    საერთოდ აღარ რჩება რეალს არანაირი უპირატესობა smiley smiley
    მანამდე მშვენივრად დაისვენებენ, ზამთრის შეკრებაც ნორმალური გამოვიდა grinning
    Culé [?]
    #8 7 დეკემბერი 2022 18:47
    0
    რივალდო-მესი,

    გეთანხმები ძაან მაგარი ბავშვია, მაგრამ 70 მილიონის გადახდა 16 წლის ბავშვში ჩემი აზრით სულ ცოტა უაზრობაა. მე მახსოვს ნეიმარს რა პიარი ჰქონდა ტიპი მესი+მარადონა+პელეაო და ვთხლიშეთ კაცმა არ იცის რამდენი და რა მივიღეთ?! მესის და სუას გარეშე რასაც აკეთებს ნეიმარი კი ვხედავთ. თუ გვინდა ფეხზე დადგომა ის დრო უნდა დამთავრდეს ბარსაში ფულის გამო რომ მოდიან, ბარსაში უნდა მოდიოდნენ ელემენტარული სიყვარულის და კულეობის ხათრით და არა ფულის ხათრით. ენდრიკმა მშვენივრად იცოდა რომ ბარსა ინტერესდება და ხავიც შეხვდა და თან თხოვეს ზაფხულამდე მოცდა, მაგრამ ტიპმა რეალი არჩია, რას იზავ წავიდა იქ სადაც მეტი გადაუხადეს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვნახოთ აბა რას იზავს ევროპაში, იქ ბრაზილიაში მილიონჯერ მეტად ადვილია თამაში ვიდრე აქ. დაველოდოთ განვითარებას, მე ისედაც მესიამოვმება თუ მაგრად გაქაჩავს როგორც ბრაზილიის გულშემატკივარს, მაგრამ ვნახოთ.
    ფანი [?]
    #7 7 დეკემბერი 2022 16:53
    2
    ციტატა: cruyff9
    რეალმა ენდრიკი იყიდა,,კაროჩე რასაკეთებს ლაპორტა მე არვიცი,,მაგრად გამიცრუა იმედები,სულ იმას იძახის ფული არარიო,,ესეც მოგზავნილია თუ რა ხდება(((((ფერანისთვის და სირ...ოებისთვის ხო აქვს ფული,,,კაროჩე რაა მართალი იყო ფონტი როცა ამბობდა არანაირი გეგმა ლაპორტას არ აქვსო

    სასწაული გასია თუ მართლა 70 გადაიხადეს. ტაში პერესს გაიფორმა 80% მომავალი ოქროს ბურთის მფლობელი. ვინც აქ მაგ ბავშვში ეჭვი გეპარებათ ძაან აცდებით.დღეს რასაც თამაშობს და აზროვნებს იმით ჯობია ბარსას ნახევარ შეტევით ხაზს. ძალიან მეწყინა😕 თუმცა რას ვიზავთ ჩვენ 55 ლიმონად ტორესი ვიყიდეთ და 60 ცუდი ბრაზლილიელი. ასე რომ სანამ პერესს დახინებთ 40 მილიონად ნაყიდი ვინისიუსი გაიხსენეთ. ასე დაცინოდით მასაც, ახლა 120-150 ლიმონი ღირს.
    ფანი [?]
    #6 7 დეკემბერი 2022 16:35
    1
    კიი ენდრიკი გამოუვათ რონალდო ნაზარიოდ ვაი მაგათ პატრონს😄😄😄
    სად პალმერიასი და სად რეალი იმხლენა სხვაობაა ცა და მიწას შორის რომ არის ისეთი... დიდი წნეხი რომ მიეცემა და მარტივად რომ ადაპტაციას ვერ გავა ფაქტია თანაც სკამზე ყოფნა უფრო მოუწევს რეალმა ესე იცის სულ😄😄😄
    ფანი [?]
    #5 7 დეკემბერი 2022 16:21
    3
    ✅ ენდრიკი პალმეირასიდან კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს ⚪️‼️

    💰 სატრანსფერო თანხა: €72 მილიონი (ბონუსების ჩათვლით)

    🔹 მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ ⏳
    72 მილიონის გადახდა ნაღდად სარისკო იყო 16 წლის ღლაპში ამ ფულით ჯობია კაი მარჯვენა მცველი ვითრიოთ
    წევრი [?]
    #4 7 დეკემბერი 2022 15:33
    2
    Iniesta_8,

    გუშინდელი თამაში და მთლიანი ჩემპიონატი ლუის ენრიკეს კისერზეა, თორემ გავის და პედრის რაც შეუძლიათ ყველამ დაინახა გერმანიასთან თამაშში, სანამ გავი მოედანზე იყო მთლიანად აკონტროლებდა ესპანეთი თამაშს როგორც კი გაიყვანა ეგრევე აირია ესპანეთი. მოკლედ ლუის ენრიკეს კისერზეა ეს ჩემპიონატი ძაან დიდიდ შეცდომები დაუშვა დასაწყისიდანვე თუნდაც რამოსი, დე ხეა, ალკანტარას არ წაყვანით. ასევე გაუგებარი მიზეზებით როდრის ცენტრალურ მცველად დაყენების და გუშინდელ თამაშში კარვახალის მაგივრად ლოტენტეს დაყენებით . კიდევ შეიხლება ბევრი მიზეზის ჩამოთვლა. პედრის და გავის ამ ჩემპიონაყზე ნაღდად არ შეურცხვენიათ თავი გააკეთეს ის რისი გაკეთების საშუალებაც ენრიკემ მიაცა.

    cruyff9,

    დასრულდეს მერე, ფასი მაინც იკითხე რეალს რა უჯდება?? ეხლა დაიწერა 70 მილიონზე მეტი გამოდის ბონუსების ჩათვლით და შენ სწორად მუგაჩნია 70 მილიონზე მეტის გადახდა 16 წლის ღლაპში?! მე არა, სწორად ესე უაზროდ რომ ვიავრიდით თანხებს იმიტომ აღმოჩნდა ბარსა ამ დღეში
    Culé [?]
    #3 7 დეკემბერი 2022 15:12
    3
    ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო ასე ამათზე. ბარსაში უვარგისები ნაკრებში რას იზამდნენ. იქნება ახლა მაინც მიხვდეთ რომ გავი პედრი ბუსკეცის ნახევარდაცვას გამოისვამენ ძლიერი გავლენა გუნდები ყოველთვის. ფერანმა თავი მოიკლას ვაბშე ამაზრზენია უკვე.
    Culé [?]
    #2 7 დეკემბერი 2022 14:01
    3
    რეალმა ენდრიკი იყიდა,,კაროჩე რასაკეთებს ლაპორტა მე არვიცი,,მაგრად გამიცრუა იმედები,სულ იმას იძახის ფული არარიო,,ესეც მოგზავნილია თუ რა ხდება(((((ფერანისთვის და სირ...ოებისთვის ხო აქვს ფული,,,კაროჩე რაა მართალი იყო ფონტი როცა ამბობდა არანაირი გეგმა ლაპორტას არ აქვსო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2022 12:56
    3
    "ბლაუგრანას" გულშემატკივრებს შეგვიძლია, ამ ფაქტში პოზიტივიც დავინახოთ. ფეხბურთელები კლუბს ტრავმების გარეშე უბრუნდებიან და მათ დასვენებისთვისაც მეტი დრო ექნებათ.
    პოზიტივი ისიც არის რო გამოჩნდა "ბარსელონელების" ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი სტატეგიული ხედვები სერიოზულ მეტოქეებთან შეხვედრებში. და მოედანზე ბოლომდე დახარჯვის ტაქტიკა. ასე რომ ჩავის ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი სამუშაო აქვს სამომავლოდ.