ბარსელონა ფრანკ კესიეს გაყიდვას არ აპირებს

Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანკ კესიეს გაყიდვას არ განიხილავს.
25 წლის ნახევარმცველს გუნდში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და ლა ლიგაში სასტარტოდან მხოლოდ 2 მატჩი დაიწყო, რის გამოც კატალონიურ პრესაში მის შესაძლო წასვლაზე ცნობები გაჩნდა.
კესიე იტალიურ და ინგლისურ კლუბებს დაუკავშირეს, თუმცა, ზემოხსენებული წყაროს თანახმად, "ბარსა" მის გაშვებას არ აპირებს.
ამასთან, "ბარსელონას" დირექტორი, მატეუ ალემანი კოტ-დ'ივუარელის აგენტთან შეხვედრას გეგმავს, რათა მას კლუბის პოზიცია გააცნოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]