ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთსა და მაროკოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გამართული შეხვედრა, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდისთვის კატასტროფული გამოდგა.
გუნდებმა 120 წუთში საუკეთესო ვერ გამოავლინეს და მატჩი 0-0 დამთავრდა, რის შემდეგაც საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. "ფურია როხამ" 3-დან სამივე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა (მათ შორის, სერხიო ბუსკეტსმაც), აფრიკელებმა კი 4-დან 3 გაიტანეს და პენალტების სერიისთვის უჩვეულო ანგარიშით, 3-0 მოიგეს.
შედეგად, ესპანეთი მუნდიალს ემშვიდობება და "ბარსელონელებიც" კლუბს მალე დაუბრუნდებიან.
გავი, პედრი, ფერან ტორესი, ბუსკეტსი და ალბა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ანსუ ფატი და ალეხანდრო ბალდე კი ცვლილებაზე გამოვიდნენ. ამასთან, მაროკოს რიგებში მოედანზე 54 წუთი გაატარა ეზ აბდემ, რომელიც "ბარსას" საკუთრებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]