ჟიულ კუნდემ IFAB-ის წესები დაარღვია

ჟიულ კუნდემ IFAB-ის წესები დაარღვია

საფრანგეთსა და პოლონეთს შორის ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრაში 3 "ბარსელონელი" თამაშობს - ჟიულ კუნდე, უსმან დემბელე და რობერტ ლევანდოვსკი. 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში კუნდემ IFAB-ის წესები დაარღვია: მე-4 მუხლის თანახმად, ფეხბურთელის მიერ სახიფათო აღჭურვილობისა და ობიექტის ტარება აკრძალულია და არ შეიძლება არანაირი აქსესუარის ქონა.

როგორც აღმოჩნდა, ფრანგი ოქროს ყელსაბამს ატარებდა, რაც პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა შენიშნა და უთხრა, რომ მოეხსნა. ფეხბურთელი არბიტრს დაემორჩილა და ყელსაბამი მოიხსნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 დეკემბერი 2022 15:48
    0
    მსაჯმა აუტის მოწოდების დროს შემთხვევით შეამჩნია, იქვე რო არ მდგარიყო ვერც ვერავინ გაიგებდა ამ "დარღვევას"
    გულშემატკივარი [?]
    #2 4 დეკემბერი 2022 21:30
    10
    მბაპე რო მაგარია ორი აზრი არაა, თან ასაკიც ისეთი აქვს რო ახლა თუ არ გაიბრწყინა აბა სხვა როდის უნდა გაიბრწყინოს, პროსტა ბოღმიანი ფანივით ყოველჯერზე სულ იმაზე მეფიქრება მესის რო ესპანეთი აერჩია ახლა მუნდიალზე რამდენი გოლი და ასისტი ექნებოდა ან კიდე რამდენი მსოფლიო თასი. ხალხისგანაც სულ მარადონასთან შედარებებს არ მოვისმენდით და სრულიად დამოუკიდებელ პერსონას მივიღებდით, რომელიც ნაკლებად სტრესულ გარემოში ითამაშებდა, ასევე ეყოლებოდნენ ბარსას სასტავი, ხავი-ინი-ვილია-პედრო-პუი-პიკე-ფაბრე-ბუსი...და მეტი რაღა უნდა ინატრო. იგივე დღესაც, სად ამ ესპანეთის რესურსი და სად არგენტინის, რაც არ უნდა ვიძახოთ რო დეპოლები და დიმარიები რამეს აკეთებენ, ყველა ზარალია გარდა ლისანდრო-ალვარესი-ენცო და ემი მარტინესისა.
    პროსტა ის ტეხავს თუ როგორ საუბრობენ ვიღეცების რამდენიმე მსოფლიო თასებზე და ამ დროს განა იმას იძახიან რო გუნდიც მაგარი ჰყავდათ, არამედ სრულიად ერთ პირს აწერენ ხოლმე, არადა დღესაც მბაპემ დუბლი გაიფორმა მარა დოღის ცხენივით ფლანგზე სირბილის მეტი რა აკეთა? ფიზიკურად ვერ იტყვი რო მბაპეაო მთელი საფრანგეთის ნაკრებიო, როცა მესიზე იმავეს თქმა შეიძლებოდა როგორც ბარსაში ისე ნაკრებში, დღემდე რო ათრევს ლაუტაროს მსგავს იდიოტებს.
    მოკლედ მე მგონია რო თავისი თავისთვისვე გააკეთა ძალიან ცუდი არჩევანი არგენტინა-ესპანეთს შორის, თორე 2010ის მერე ვაბშე აღარაფერზე ვიდავებდით, ზუსტად ისე წავიდოდა მისი კარიერა როგორც მბაპესი მიდის ამ წამს.
    დიდი ეპოქის გაგრძელება: მბაპე-ჰოლანდის დაპირისპირება, მარა იქამდე ვნახოთ მსოფლიოზე მაინც იქნება გაბორძიკდეს მესი და მერვესაც დაეპატრონოს, ჯერ ყველაფერი წინაა, თუმცა 35ისაც რო არ ნებდება, ძალიან არაადამიანურია.
    Culé [?]
    #1 4 დეკემბერი 2022 20:55
    5
    რა დარტყმა აქვს მბაპეს ამ ჩემისას. ორივე მაგარი გაუტანა. 4 თამაშში 5 გოლი უკვე. საფრანგეთი ისევ ფავორიტია. მგონი კარგიცაა ბებერი კანტე და პოგბა რომ ვერ წაიყვანეს.

    ჰალაზე დედის და მამის საგვარეულოს უტრიალებდნენ მბაპეს ზაფხულში და ახლა მოვიდესო ნეტა smile თან ჩვენ გვლანძღავენ ზოგიერთები. მაგათ არ დამესგავსოთ, სიტყვის კაცები იყავით ყველანაირ წარმატებას ეგ ჯობია.