გავი: ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მოედანზე არავისი მეშინია

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი, პაბლო გავი მუნდიალზე საუბრობს:
იაპონიასთან წაგება მარტივი არ იყო, მოგება და პირველ ადგილზე გასვლა გვსურდა. მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ ეს ყველაზე რთული მატჩი იქნებოდა.
არ ვაპირებთ, ჩვენს მიზანზე ფოკუსი დავკარგოთ - მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვინდა.
ეს მუნდიალია და მაროკოსთან მატჩი რთული იქნება - უკვე პლეი ოფში ვართ. მწვრთნელმა გვითხრა, რომ მაროკომ ტოპ გუნდებს - ხორვატიასა და ბელგიას აჯობა.
ეს ფეხბურთია, სპორტია. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ არავისი მეშინია. საფეხბურთო მოედანზე ვერავინ მაშინებს - უბრალოდ, გავდივარ და სიამოვნებას ვიღებ.
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა - მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც წარმოვიდგენდი. მაგრამ გარშემო არაერთი ადამიანი მყავს, ვინც მეხმარება. ვიცი, სად ვარ, ვინ ვარ და საიდან მოვდივარ.
ფანებს მოვუწოდებ, რომ გვენდონ.
[Marca]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]