სარისკო გეგმა, რომელიც ურუგვაის ნაკრებს რონალდ არაუხოსთვის ჰქონდა
მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაიმ მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურში განა 2-0 დაამარცხა, ჯგუფში ჩარჩა.
გავრცელებული ცნობებით, რონალდ არაუხო მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს იყო და ურუგვაის მისთვის ძალიან სარისკო გეგმა ჰქონდა - ურუგვაელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო ალონსო აპირებდა, ახალგაზრდა ფეხბურთელი მერვედფინალში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ეთამაშებინა.
გარდა ამისა, "სელესტე" მერვედფინალამდე დოჰაში ამხანაგურ მატჩს გეგმავდა, სადაც არაუხო ასევე ითამაშებდა.
საბედნიეროდ, პორტუგალიასთან სამხრეთ კორეის გოლმა ყველაფერი შეცვალა და არაუხო ბარსელონაში უვნებლად დაბრუნდა. ის სარეაბილიტაციო პროცესს მშვიდად განაგრძობს და, დიდი ალბათობით, 31 დეკემბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]