ლევანდოვსკის პსჟ-ში გადაბირებას მბაპეც ცდილობდა

ლევანდოვსკის პსჟ-ში გადაბირებას მბაპეც ცდილობდა

გასულ ზაფხულში "პარი სენ-ჟერმენი" რომ რობერტ ლევანდოვსკის დამატებით იყო დაინტერესებული, ეს აქამდეც ვიცოდით. ახლა კი დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

გასულ ზაფხულში კილიან მბაპე "რეალ მადრიდში" უფასოდ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა ვარსკვლავმა პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა, მისი ერთ-ერთი მოთხოვნა კი გუნდში უმაღლესი დონის ცენტრფორვარდის მოყვანა იყო. პარიზელებმა თვალი ლევანდოვსკის დაადგეს, მაგრამ პოლონელს მხოლოდ "ბარსელონაში" გადმოსვლა სურდა, რასაც ის არც მალავდა. საბოლოოდ პსჟ-მ მიზანს ვერ მიაღწია.

ფრანგულ Le Parisien-ზე დაყრდნობით ესპანური Marca იტყობინება, რომ ლევანდოვსკისთან მოლაპარაკებებში თავად კილიან მბაპეც იყო ჩართული. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვეტერანის პსჟ-ში გადასვლაში დარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ მასაც არაფერი გამოუვიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2022 16:13
    0
    ეს მბაპე რა გუნდის მენეჯმენტშიც მოღვაწეობს უკვე?