რონალდ კუმანი: მესის წასვლით განადგურებული ვიყავი

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კატალონიური გუნდიდან ლიონელ მესის წასვლას იხსენებს და აცხადებს, რომ მისთვის ეს მოულოდნელი იყო.
ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, რომ მესი დარჩებოდა. როდესაც გავიგე, რომ გუნდს ტოვებდა, ისევე, როგორც ყველა, მეც განადგურებული ვიყავი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ, რომელიც სეზონში გუნდს გარანტირებულად 35 გოლზე მეტს მატებდა... უნდა ადგე და ეს გოლები მის გარეშე გაიტანო, რაც ძალიან რთული იყო.
მესი ყოველთვის გუნდის ნაწილია. ის თავის პოზიციაზე უნდა დააყენო და მისცე ტაქტიკური სისტემა, რომელშიც გაიბრწყინებს.
- ციტირებს რონალდ კუმანის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]