ბარსელონამ ლაპორტა და მისი შვილი გაამართლა

ბარსელონამ ლაპორტა და მისი შვილი გაამართლა

"ბარსელონას" თავისივე პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას მიმართ დისციპლინური საქმე ჰქონდა გახსნილი, რაც შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს გულისხმობდა.

30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მარკოს ალონსოს, კლემან ლანგლესა და სერჟინიო დესტის ტრანსფერებში ჟოან ლაპორტას შვილის, გილემ ლაპორტას კომპანია მონაწილეობდა. ეს კი ინტერესთა კონფლიქტის ვარაუდის ტოვებდა.

"ბარსელონას" მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში კლუბის შესაბამისმა კომიტეტმა ეს საკითხი შეისწავლა, თუმცა ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ გილემ ლაპორტამ "ბლაუგრანასგან" საკომისიოს ან რაიმე სხვა სახით ანაზღაურება მიიღო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ინტერესთან კონფლიქტის ფაქტი არ გამოვლინდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2022 16:16
    0
    მაგრად გადარჩა ლაპო.
    Culé [?]
    #1 3 დეკემბერი 2022 23:55
    0
    ლაპო შენ და შენ შვილს დაგიღუპიათ ბარსელონა , რა ხალხი მოუყვანიათ გუნდში , რაც ლენგლეს , დესტს და ახლა კიდევ არაუხოს გინება აქვთ , სულ ლაპოს ბიჭის დამსახურება ყოფილა ! მოკლედ ეს კატალონიელები , მაგრა გვგანან ლეპოტიზმში აშკარად !